მიღების წინაპირობები
სოციალური მეცნიერებების პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები ( მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის ):
ნებისმიერი არჩევითი საგანი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე (არჩევითი) საგანი:
მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და სამოქალაქო განათლება.
სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს.
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების (Liberal Arts Education) პრინციპებს: ზოგადიდან კონკრეტულისკენ, სხვადასხვა დისციპლინის ერთიან კონტექსტში გააზრებას, თეორიული ცოდნის მიწოდება-მიღების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სინთეზს.
სწავლება ოთხწლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველ ეტაპზე (I-IV სემესტრი) სტუდენტებს მიეწოდებათ საბაზისო ცოდნა სოციალურ მეცნიერებათა ყველა ძირითადი მიმართულების შესახებ. ისინი ეცნობიან მსოფლიო სულიერ, მხატვრულ, ფილოსოფიურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებების და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ინტენსიურად შეისწავლონ ინგლისური ენა, განავითარონ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, გაეცნონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს და სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია, სოციალურ მეცნიერებათა ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება - საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რომელსაც სწავლების მეორე ეტაპზე (V-VII სემესტრი) საფუძვლიანად და სიღრმისეულად დაეუფლებიან.
სწავლების მესამე ეტაპი (VIII სემესტრი) დამოუკიდებელი მუშაობას, სადიპლომო კვლევას, ეთმობა.
პროგრამა ისეა აგებული, რომ სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პიროვნული ზრდის, ინდივიდუალური უნარების გამოვლენა/განვითარების ხელშეწყობას და საინტერესო სტუდენტური ცხოვრების (სპორტული შეჯიბრებები, მოგზაურთა კლუბი, „რა, სად, როდის“ და არა მხოლოდ...) მხარდაჭერას.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მ ეცნიერებების ბ აკალავრი
სწავლების ენა : ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი
პროგრამის მოცულობა: 240 (ECTS) კრედიტი
გრაფიკი: დღის ინტენსიური სწავლება
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4200 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის პირველ ნომრად შემოხაზვის შემთხვევაში, სტუდენტი პირველ სასწავლო წელს მიიღებს 1000 ლარიან ფასდაკლებას.
სწავლების მეორე წლიდან სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ფასი, პროგრამის პირველ ნომრად შემოხაზვის შემთხვევაში (1000 ლარი) + სახელმწიფო გრანტი:
სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ფასი, მხოლოდ სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში:
საბანკო რეკვიზიტები
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
საჯარო მმართველობის კონცენტრაცია
მმართველობის კონცენტრაციის სტუდენტები შეისწავლიან დემოკრატიის საფუძვლებს, მმართველობის ფორმებსა და სახელმწიფო მოწყობის ძირითად პრინციპებს, ორგანიზაციული მენეჯმენტის უმთავრეს საკითხებს; საჯარო სექტორის ეკონომიკის, მთავრობის მუშაობის და პროექტების მართვის მნიშვნელოვან კომპონენტებს. პროგრამის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების, მოქალაქეობრივი ღირებულებების დაცვის უნარი; გამოუმუშავოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი. სწავლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა კრიტიკული/ანალიტიკური აზროვნების და გუნდური მუშაობის ხელშეწყობას.
საერთაშორისო ურთიერთობების კონცენტრაცია
საერთაშორისო ურთიერთობების კონცენტრაციის სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ძირითად ცნებებსა და თეორიებს. ისინი მიიღებენ ცოდნას საერთაშორისო ორგანიზაციების (როგორიცაა ევროკავშირის პოლიტიკა), საერთაშორისო სამართლის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. გაეცნობიან საქართველოს სამეზობლოს გეოპოლიტიკას, აშშ საგარეო პოლიტიკას და შედარებითი პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტებს. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს კომპლექსური ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების გლობალური და რეგიონალური პროცესების შესახებ, რის საფუძველზეც, ისინი მოახდენენ ამ მიმართულებით არსებული ძირეული პრობლემების გააზრებას და განზოგადებას.
ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
ფსიქოლოგიის კონცენტრაციის სტუდენტები იღებენ როგორც ზოგად, ისე სპეციალიზებულ თეორიულ ცოდნას ამ დარგში და უფლებიან შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ისინი შეისწავლიან ფსიქოლოგიის ზოგად საფუძვლებს და ძირითად ფსიქოლოგიურ დარგებს/თეორიებს - სოციალურ, იურიდიულ და პოლიტიკურ ფსიქოლოგიას, განწყობის თეორიას, საორგანიზაციო ქცევას; აითვისებენ ფსიქოლოგიური კვლევის და ფსიქოდიაგნოსტიკის მეთოდებს; გაეცნობიან ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და პოლიტიკური ფსიქოლოგიის მიმართულებებს; შეიძენენ თემთან მუშაობის, სოციალური განვითარებისა და ფსიქოსოციალური პროექტების მართვის უნარ-ჩვევებს. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ხელშეწყობას, ვერბალური (ზეპირი და წერითი მეტყველების) უნარების, ჯგუფში მუშაობის, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარების განვითარებას.
სასწავლო პროცესი
სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა აგებულია თავისუფალი მეცნიერებების სწავლების პრინციპზე და აკადემიურ პროცესს მიმართავს ზოგადი განათლებიდან დარგობრივი კონცენტრაციებისკენ. პირველ-მეორე კურსზე ისწავლება ზოგადი კურსები (მაგალითად, დიადი წიგნები, მსოფლიო ისტორია და სხვა) და შესავალი სხვადასხვა სპეციალობაში (მაგალითად, შესავალი ეკონომიკაში, შესავალი სოციოლოგიაში, სამართლის საფუძვლები და სხვა), რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს უკეთ გაერკვნენ საკუთარ ინტერესებში და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ მომავალი პროფესიის მიმართ. მესამე-მეოთხე კურსზე სტუდენტები ეუფლებიან ხუთი კონცენტრაციიდან ერთ-ერთს: საჯარო მმართველობას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ფსიქოლოგას.
პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა ნაწილი ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშების სახით, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი. პროგრამის კურიკულუმი, მთლიანად აკადემიური პროცესი და საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობა მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.
კურიკულუმი
I კურსი
I სემესტრი
სავალდებულო სასწავლო კურსები
მეტყველების და წერის კულტურა - 4 ECTS
დიადი წიგნები 1 – 6 ECTS
შესავალი მსოფლიო ისტორიაში 1 - 6 ECTS
კალკულუსი - 4 ECTS
სამოქალაქო განათლება - 4 ECTS
ინგლისური ენა 1/ინგლისური 4 – 5 ECTS
II სემესტრი
სავალდებულო სასწავლო კურსები
შესავალი მსოფლიო ისტორიაში 2 – 6 ECTS
შესავალი საზოგადოებრივ გეოგრაფიაში – 6 ECTS
დიადი წიგნები 2 – 6 ECTS
აკადემიური წერა – 4 ECTS
ლოგიკური უნარ-ჩვევები – 5 ECTS
ინგლისური ენა 2/ინგისური 5 – 5 ECTS
II კურსი
III სემესტრი
სავალდებულო სასწავლო კურსები
შესავალი ფილოსოფიის ისტორაში - 5 ECTS
ფსიქოლოგიის საფუძვლები – 5 ECTS
კვლევის მეთოდები – 5 ECTS
შესავალი სოციოლოგიაში – 5 ECTS
ინგლისური ენა 3 – 5 ECTS
არჩევითი სასწავლო კურსები
დრამა განათლებაში: ფორუმ-თეატრი / რიტორიკა და კამათის ხელოვნება / ესპანური ენა 1 – 5 ECTS
IV სემსეტრი
სავალდებულო სასწავლო კურსები
შესავალი ეკონომიკაში – 6 ECTS
სამართლის საფუძვლები – 6 ECTS
შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებებში – 5 ECTS
პრეზენტაციის უნარები – 5 ECTS
მედია და ძალაუფლება – 5 ECTS
არჩევითი სასწავლო კურსები
აღმოსავლური ცივილიზაციების ისტორია / შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში / ესპანური ენა 2– 5 ECTS
III კურსი
V სემესტრი
მოდული - საჯარო მმართველობა
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
საჯარო მმართველობის პრინციპები - 6 ECTS
ზოგადი მენეჯმენტის საფუძვლები - 6 ECTS
კულტურული მემკვიდრეობა - 5 ECTS
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი - 6 ECTS
სტატისტიკა - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
შესავალი კონფლიქტოლოგიაში / სოციალური ფსიქოლოგია 1 - 6 ECTS
მოდული - საერთაშორისო ურთიერთობები
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
შესავალი საერთაშორისო სამართალში - 5 ECTS
მსოფლიო პოლიტიკა - 6 ECTS
შესავალი შედარებით პოლიტიკაში - 6 ECTS
პოლიტიკური ტექნოლოგიები - 4 ECTS
შესავალი კონფლიქტოლოგიაში - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
ზოგადი მენეჯმენტის საფუძვლები / სოციალური ფსიქოლოგია 1 – 6 ECTS
მოდული - ფსიქოლოგია
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
ფსიქოლოგიის ისტორია – 6 ECTS
შესავალი სპეციალობაში – 5 ECTS
სოციალური ფსიქოლოგია 1 – 6 ECTS
კოგნიტური ფსიქოლოგია – 5 ECTS
კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში – 5 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
ზოგადი მენემენტის საფუძვლები / შესავალი კონფლიქტოლოგიაში – 6 ECTS
VI სემესტრი
მოდული - საჯარო მმართველობა
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
სახელმწიფო მოწყობა და ადმინისტრირება - 6 ECTS
პროექტის მართვა - 5 ECTS
საჯარო სექტორის ეკონომიკა & ბიუჯეტირების საკითხები - 6 ECTS
სამოქალაქო მონაწილეობა - 4 ECTS
საჯარო პოლიტიკა - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
შესავალი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში / სოციალური ფსიქოლოგია 2 - 5 ECTS / 6 ECTS
მოდული - საერთაშორისო ურთიერთობები
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
სტრატეგია - 6 ECTS
ევროკავშირის პოლიტიკა - 5 ECTS
შესავალი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში - 5 ECTS
აშშ საგარეო პოლიტიკა - 6 ECTS
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის მეთოდოლოგია - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
პროექტის მართვა / სოციალური ფსიქოლოგია 2 - 5 ECTS / 6 ECTS
მოდული - ფსიქოლოგია
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
სოციალური ფსიქოლოგია 2 - 6 ECTS
ქცევის და პიროვნების ფსიქოლოგია - 6 ECTS
განწყობის ფსიქოლოგია - 6 ECTS
საორგანიზაციო ქცევა - 5 ECTS
ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
პროექტის მართვა / შესავალი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში - 5 ECTS / 5 ECTS
IV კურსი
VII სემესტრი
მოდული - საჯარო მმართველობა
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
პოლიტიკა და ხელოვნება - 6 ECTS
ადამიანური რესურსების მართვა - 6 ECTS
კვლევის დიზაინი - 6 ECTS
საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა - 5 ECTS
ლიდერობა და ეთიკა საჯარო სექტორში - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
საერთაშორისო განვითარება - 6 ECTS
ეგზისტენციალური ფსიქოლოგია - 6 ECTS
მოდული - საერთაშორისო ურთიერთობები
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
პოლიტიკური იდეოლოგიები - 5 ECTS
საქართველოს სამეზობლოს გეოპოლიტიკა - 6 ECTS
პოლიტიკის ანალიზი - 6 ECTS
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა- 6 ECTS
საერთაშორისო განვითარება - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
ადამიანური რესურსების მართვა - 6 ECTS
ეგიზსტენციალური ფსიქოლოგია - 6 ECTS
მოდული - ფსიქოლოგია
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
ეგზისტენციალური ფსიქოლოგია - 6 ECTS
შესავალი ფსიქო-დიაგნოსტიკაში - 6 ECTS
დევიაციური ქცევა და იურიდიული ფსიქოლოგია - 5 ECTS
ფსიქოლოგიური კონსულტაცია - 6 ECTS
პოლიტიკური ფსიქოლოგია - 6 ECTS
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები
აშშ საგარეო პოლიტიკა - 6 ECTS
პოლიტიკის ანალიზი - 6 ECTS
იხილეთ კურიკულუმი სრულად.
GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ ჯიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს აიღოს ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) The Hague University of Applied Sciences
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University
ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.
EDHEC-ის ბიზნეს სკოლა (საფრანგეთი) EDHEC Business School
EDHEC-ის ბიზნეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ნიცაში ან ლილში.
ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) Leipzig University of Applied Sciences
ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლაიფციგში.
ჰანოვერის უნივერსიტეტი (გერმანია) Leibniz Universität Hannover
ჰანოვერის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰამოვერში.
ვაიომინგის უნივერსიტეტი (USA, Laramie, Wyoming)
ვაიომინგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ასევე ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.
კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)
უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ კალიარიში.
პერუჯის უნივერსიტეტი (Italy, Perugia)
პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში.
ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
ბრატისლავას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბრატისლავაში.
ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტ (Bulgaria, Sofia)
ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბულგარეთში.
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.
მარიამ მურვანიძე
სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი