თამარ კობერიძე
ელფოსტა: t.koberidze@gipa.ge
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. თამარს აქვს 20 წელზე მეტი საკონსულტაციო და პრაქტიკული გამოცდილება განვითარების თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც ფოკუსირებულია სამხრეთ კავკასიაზე, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებში. მას აქვს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო დონორებისთვის სტრატეგიული ანალიზის განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების მენტორობისა და მხარდაჭერის გამოცდილება პროექტების, პროგრამებისა და სტრატეგიების განხორციელების საქმეში, რათა ორგანიზაციებმა განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები. თამარის ექსპერტიზა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება გრანტების მოძიებითა და მართვით, მონაცემთა შეგროვებითა და ანალიზით, მონიტორინგით და შეფასებით (M&E), ეკონომიკური გაძლიერებით, გენდერული ინტეგრაციით, დაფინანსების წყაროების განვითარებით, კომუნიკაციებით, ორგანიზაციული განვითარებით და სახვა.
თამარი უშუალოდ მუშაობდა სხვადასხვა პორტფელის 100-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომლებიც ეწევიან განვითარებას ადგილობრივ/საზოგადოებრივ და ეროვნულ დონეზე. 2013-2015 წლებში, თამარის ზედამხედველობით, 100-ზე მეტი სსო შეფასდა და მიიღო მათზე მორგებული შესაძლებლობების განვითარების დახმარება; შეიქმნა 50-მდე სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი; 100-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ ისწავლა როგორ განახორციელოს ადვოკატირების კამპანია და მოიძიოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, მათ შორის ახალი მედიის მეშვეობით; მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ გაფორმდა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის; შეიქმნა ათამდე სსო- კერძო პარტნიორობა. 2009 წლიდან, როგორც GIPA-ში მოწვეული პროფესორი, თამარი ასწავლის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს „სამოქალაქო საზოგადოება და მისი როლი დემოკრატიულ განვითარებაში“, „არაკომერციული მენეჯმენტი“ და „პოლიტიკური ლობირება და ადვოკატირება“. 2009-2014 წლებში იგი ასევე იყო GIPA-ს აკადემიური საბჭოს წევრი და წვლილი შეიტანა აკადემიური სტანდარტებისა და ახალი ინიციატივების შემუშავებაში, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარებაში. იგი ხელმძღვანელობდა და/ან მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით და/ან სექტორულ/ორგანიზაციულ გამოკითხვაში და შეფასებაში და არის აკადემიური სტატიებისა და ქეისების ავტორი. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
პუბლიკაციები:
- კობერიძე თ. (2018-2019) სამოქალაქო საზოგადოების როლი, საუნივერსიტეტო კურსის საკითხავი მასალა, სავარჯიშოები და სასწავლო მაგალითები (“Georgian Civil Society Sustainability Initiative”EU KAS 2018) (სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს ხუთ უნივერსიტეტში საკითხავი მასალის უზრუნველსაყოფად)
- Koberidze T., (2016) Post-Soviet Civil Society- Institutional Associations vs Oppositional Culture of Civic Life, International Research Journal, ISSN 23033-9869, N6 (48)1, June 2016, DOI:10.18454/IRJ.2227-6017
- Koberidze T., (2016) Impact of Georgian Non-governmental Sector on Social Capital in the Process of Policy Advocacy , Journal of Politics and DemocratizationVol 1(1), 2016, Georgian Institute of Public Affairs in Tbilisi, Georgia and Troy University in Troy, Alabama, USA.
- Koberidze T., (2016) The Policy Advocacy Milieu and its Impact on Advocacy Results in Georgia (2016), Journal of Politics and DemocratizationVol 1(2), 2016, Georgian Institute of Public Affairs in Tbilisi, Georgia and Troy University in Troy, Alabama, USA
- Koberidze T., (2017) Stabile B., Ghonghadze N, (eds)Tyranny of Majority in Georgia: Can we handle it? Ongoing Issues in Georgian Policy and Public Administration, Westphalia Press, ISBN-10:1-63391-557-3