თორნიკე შარაშენიძე
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / პროფესორი
ელფოსტა: t.sharashenidze@gipa.ge
თორნიკე შარაშენიძე
პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ხელმძღვანელი
სახელმწიფო მართვის მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი (GIPA). თავის დროზე მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში უფროს ანალიტიკოსად (2003-2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006). ასევე იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გამგეობის თავმჯდომარე.
სალექციო კურსები: დიპლომატიის ისტორია მე-19 საუკუნე, დიპლომატიის ისტორია მე-20 საუკუნე, დაზვერვის თეორია და პრაქტიკა, შესავალი მსოფლიო პოლიტიკაში, შესავალი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, კინო და პოლიტიკა.
თორნიკე შარაშენიძე არის დიპლომატიის ისტორიაზე სამტომეულის ავტორი. მისი პუბლიკაციები იბეჭდება ისეთი ორგანიზაციების მიერ როგორიცაა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭო (ECFR), საერთაშორისო პოლიტიკა და საზოგადოება (IPG), ავსტრიის უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი.
ინტერესის სფეროები: რეგიონული უსაფრთხოება, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა.