აკადემიური პერსონალი

რატი შუბლაძე

სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

ელფოსტა: r.shubladze@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

მკვლევარი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ათზე მეტი წლის გამოცდილებით. რატი ფლობს სოციოლოგიის დოქტორის ხარისხს, რომელიც მან 2021 წელს დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი დისერტაცია „სოციალური თანასწორობა და საარჩევნო პრეფერენციები” ეხებოდა საქართველოში ელექტორალური ქცევების თავისებურებებს. 2015 წლიდან რატი მოწვეული ლექტორის რანგში ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კვლევის მეთოდების კურსებს. 2021 წლიდან კი ის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შეუერთდა სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის რანგში. 

2013-2020 წლებში რატი მუშაობდა კვლევით ორგანიზაცია CRRC-საქართველოში, სადაც ის ჩართული იყო მასობრივი გამოკითხვების მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის სხვადასხვა საფეხურებში. 2020-2021 წლებში იგი იკავებდა ორგანიზაცია TMI-ის კვლევის დირექტორის თანამდებობას. ამჟამად, რატი ჩართულია მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების (MEL) აქტივობებთან დაკავშირებულ პროექტებში. 

სასწავლო კურსები: 

  • რაოდენობრივი კვლევის მეთოდები;
  • მონაცემთა ანალიზი და კვლევის ანგარიშის მომზადება;
  • სტატისტიკა 1;
  • სტატისტიკა 2;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების გაძლიერებული კურსი.

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

Shubladze, R, Sichinava, D., Khoshtaria, T., & Valiyev, A. (2023) Youth study youth voices of Azerbaijan: attitudes, values and future prospects - Youth Study 2023, Friedrich-Ebert-Stiftung South Caucasus (FES).

Shubladze, R, Sichinava, D., & Khoshtaria, T. (2023) Generation of Independent Georgia: In Between Hopes and Uncertainties - Youth Study 2023, Friedrich-Ebert-Stiftung South Caucasus (FES)

Shubladze, R., Tavberidze, Z., Aronia, M., Kaplanishvili, I., Edisherashvili, N., Chkheidze, S., Megrelidze, M., Affordable Housing and Access to Higher Education: Where and how do students from the regions live in Tbilisi?. Report for GIPA small research grant project [In Georgian]

Shubladze, R., & Kipiani, A. (2022). Attempts of simultaneous preservation and modernization of traditional Georgian culture: Observation of martial arts and folk-dance groups in Tbilisi. In L. H. Seukwa, E. Marmer, & C. Silla (Eds.), The Challenge of Cultural Heritage and Identity for Inclusive and Open Societies: Young People's Perspectives from European and Asian Countries. Peter Lang.

Shubladze, R, Chabukiani, N., Khomeriki, T., & Janashia, S. (2021) Georgian Youth and History: the survey of experience, attitudes, and values. Research report for Heinrich Boell Foundation [In Georgian]

Shubladze, R., & Khoshtaria, T. (2020). The gap between support for democracy and liberal values in Georgia. Caucasus Analytical Digest116.

Mustapić, M., Perasović, B., Vukušić, D., Khoshtaria, T., Neal, M., Shubladze, R., Stamou, E. (2019). Mapping reports of cultural heritage. European Commission.

პროექტები: 

  • „კულტურული მემკვიდრეობა და ევროპის მომავალი“ (CHIEF) - საერთაშორისო კვლევითი პროექტი, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის Horizon 2020-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში. CRRC-საქართველოს კვლევითი გუნდის წევრი. (პერიოდი: 2018-2021)
  • „ახალგაზრდობა და ისტორია“ - ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც განახორციელა კვლევითმა ორგანიზაცია WeResearch-მა. შერჩევის სპეციალისტი, მონაცემთა ანალიტიკოსი და მკვლევარი. (პერიოდი: 2021-2022)
  • „ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში“. ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაკვეთით ჩატარებული კვლევა. საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის თანაავტორი.(პერიოდი: 2022-2023)
  • ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: თბილისში რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტების კვლევა.  კვლევა განხორციელდა GIPA-ს მცირე კვლევითი პროექტების ფარგლებში. კვლევითი პროექტში მონაწილეობდნენ GIPA-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.  კვლევით გუნდის ხელმძღვანელი, კვლევის ანგარიშის. (პერიოდი: 2022-2023)

კვლევითი ინტერესები: 

არჩევნები, პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია, სოციალური მოძრაობები, ევროპეიზაცია, ახალგაზრდული კულტურა და ახალგაზრდული კვლევები.