ჟანა ანთია არის ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელი. მას მიღებული აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი GIPA-ში. ჟანა ანთია არის სტატისტიკისა და პროექტის მენეჯმენტის ლექტორი. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო დონორების World Bank, UNDP, USAID, Tempus, Unicef, DAI, MSI მიერ დაფინანსებულ პროექტებში და აქვს პროექტის მენეჯმენტის 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. 2008 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე კვლევაში, მათ შორის „საჯარო მმართველობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ და “საშემოსავლო გადასახადის რეფორმა საქართველოში“. არის პუბლიკაციის „საჯარო მმართველობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში: ყოფილი საბჭოთა კავშირი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა და მონღოლეთი“ თანაავტორი (CRC Press, ივლისი, 2013). ასევე, ჟანა ანთია არის თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი.