აკადემიური პერსონალი

თამარ ჩარკვიანი

ასოცირებული პროფესორი

ელფოსტა: t.charkviani@gipa.ge

სოციოლოგიის დოქტორი, სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობს სოციალური მეცნიერების მიმართულებით ლექციებს და აქვს მდიდარი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის გამოცდილება. არის არაერთი სამეცნიერო სტიპენდიისა და კვლევითი გრანტის ლიდერი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა პროგრამის სტიპენდიატი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ილია ჭავჭავაძის სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიატი, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრი (TraCCC CO) სამეცნიერო გრანტის, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის და კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი (ASCN) გრანტი ხელმძღვანელი და ა.შ.

თამარს წლების მანძილზე თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც მას იწვევენ როგორც ექსპერტს, მკვლევარს, მონიტორინგისა და განვითარების მიმართულების სპეციალისტს. მათ შორის  იყო GTZ „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის მონიტორინგის მიმართულების  ექსპერტი; ასევე თანამშრომლობდა „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტთან (CIPDD) სხვადასხვა პროექტებში; იყო მკვლევარი ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის (GEDI), არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA), Word Vision International ფარგლებში განახორციელა პროექტი „რელიგიური ორგანიზაციებისა და და FBO საქართველოს რუკის შექმნა“ და ა.შ.

გამოცემული აქვს წიგნები: “სამართლებრივი სახელმწიფოსა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ არსებული დისკურსები”, გამოცემულია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის “პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის” ფარგლებში; “მერიტოკრატიის ფორმირების პროცესი ტრანსფორმირებად საჯარო სამსახურში” (ქართულ და ინგლისურ ენებზე) თანაავტორობა. ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.) ISBN 978-9941-18-085-9.; “ძალაუფლების დანაწილებისა და “კონტროლისა და ბალანსის” პრინციპები საქართველოში“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე). თანაავტორობა. ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა ,თბილისი) ISBN 978-9941-0-6070-0.

გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა თუ ფორუმის მონაწილე.

 

სასწავლო კურსები:

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

2021 თვითმმართველობა გენდერის ჭრილში: ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა როლი და საჭიროებები (ემპირიული სოციოლოგიური კვლევა), ქართველი მეცნიერები, ტომ.3, No.3(2021) DOI: https://doi.org/10.52340/gs.2021.08.07, ასოციაცია მეცნიერებისათვის

2020 Cases of Law-making in Georgia - the Contradiction of Rule of Law and Rule by Law, The Journal of Politics and Democratization, Volume 4-2 (January 2020) (GIPA, Tbilisi, Georgia).

2019 Public Management Culture and Meritocracy in Georgia– through the Prism of Development of State Institutions, Journal of Politics and Democratization, Volume 4-1 (June 2019) (GIPA, Tbilisi, Georgia).

2018 Democratization process in lawmaking prism: Rule of Law vs. Rule by Law, Freedom from Independence for 100 Years (26 Essays), Institute for Education and Consciousness

2018 Civil consciousness and discourse on the boundaries of the participate on of the Georgian Church in public life, Civic Education and Practices of Democracy in Post-Soviet Countries International Conference Papers

 

პროექტები:

2019 - საზაფხულო სკოლა პროფესორებისთვის, (ბეიჯინგი, ლანჭოუს უნივერისტეტი) ჩინეთის საელჩო, კომფუცის ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტი

 

2016-2017 -  გრანტის მიმღები, პროექტის ლიდერი, „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიებისგამოყენებით საქართველოში მიგრაციისმართვის განვითარება“, ევროკავშირი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

2015 მენტორინგის პროგრამა, კვლევითი ვიზიტი გერმანიაში,ბერლინში, კავკასიის აკადემიური შვეიცარიული ქსელი (ASCN)

 

2012-2016 – მკვლევარი, "არაფორმალური ძალაუფლებისქსელები - საქართველოსა და სომხეთში", კავკასიის აკადემიური შვეიცარიული ქსელი (ASCN)

 

2012 - მკვლევარი, "ძალაუფლების დანაწილებისა და "კონტროლისა დაბალანსის", პრინციპები საქართველოში, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გრანტი (ხელშეკრულების ნომერი №12/41)

 

2010-2011 - გრანტის მიმღები, პროექტის ლიდერი, "მერიტოკრატიის ფორმირებისპროცესი ტრანსფორმირებად საჯარო სამსახურში", კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი (ASCN)

 

 

კვლევითი ინტერესები:

ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების თეორია და პრაქტიკა, სამართლებრივი სახელმწიფოს კონცეფციები, რელიგიისა და გენდერის სოციოლოგია, საჯარო სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების სტრატეგიები, საჯარო სამსახურის რეფორმა.