აკადემიური პერსონალი

ალექსანდრე სვანიშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

ელფოსტა: sandrosvan@yahoo.com

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. მას აქვს პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება, არის 40-ზე მეტი პუბლიკაციის (სახელმძღვანელო, კანონის კომენტარები, სტატიები, მეთოდური დოკუმენტები) ავტორი. ფლობს კონსულტირების და ტრენინგების ჩატარების 25 წლიან გამოცდილებას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებებით. იგი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგ პროგრამების განვითარებაში და აქვს 25 წლიანი გამოცდილება მუნიციპალურ საჯარო მოხელეთა ტრენინგ პროგრამების წარმართვაში, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. ფლობს სწავლების 25 წლიან გამოცდილებას მუნიციპალური სამართლის, ადგილობრივი თვითმართველობის საკანონმდებლო საფუძვლების და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებებით. ამავე დროს, აქვს სოლიდური გამოცდილება საქართველოში მუნიციპალური რეფორმის კონცეპტუალური და საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

სასწავლო კურსები:

  • მუნიციპალური სამართალი;
  • საჯარო მმართველობის ორგანიზება და მართვის პრინციპები მუნიციპალურ დონეზე;
  • სახელმწიფო მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა;
  • რეგიონული პოლიტიკა.

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისათვის“.
  • „ადგილობრივი მოსაკრებლები. საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა“
  • „გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.“
  • „მუნიციპალიტეტთა მიერ მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა“
  • მუნიციპალიტეტების პერსონალური ასისტენტის სერვისის ტიპობრივი პროგრამა და მუნიციპალიტეტის ვალდებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებში

 

კვლევითი ინტერესები:

დეცენტრალიზაციის პროცესი; მუნიციპალური განვითარება; რეგიონული მართვის ინსტიტუციები და მრავალდონიანი მმართველობა; საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.