აკადემიური პერსონალი

ვანო ცერცვაძე

ბიზნესის ადმინიტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

ელფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge

ვანო ცერცვაძე 2000 წლიდან ჩართულია ეკონომიკური ხასითის კვლევებში. 2000-2004 წლის განმავლობაში იგი მონაწილეობას ღებულობს  დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხების შესწავლაში, რომელიც მხარდაჭერილი იყო შავი ზღვის განვითარების ფონდის მიერ. აღნიშული პროექტის ფარგლებში გამოკვლეულ იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ბინათმშენებლობა - დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის პერსპექტივები, დედაქალაქის სატრანსპორტო უზრუნველყოფა, სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის საკითხები, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის სატარიფო პოლიტიკის საკითხები.

2004 წლიდან ვანო ცერცვაძე ჩართულია ჯანმრთელობისა და დამოკიდებულების (ადიქციის) ეკონომიკური შეფასების კვლევებში. კერძოდ მისი უშუალო მონაწილეობით შესწავლილ და ეკონომიკური პერსპექტივიდან გაშუქებულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სერვისების ხარჯ-ეფექტიანობა, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის გავლენა სარესტორნო ბიზნესზე, შპრიცებისა და ნემსების გაცვლის პროგრამის ხარჯთ-ეფექტურობის შეფასება საქართველოში. ქუჩის ნარკოტესტირების ეფექტურობის შეფასება, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირება, რომელიც მოიცავდა ნარკოტიკების გამოყენების ეკონომიკური ხარჯის დადგენას, ჯანდაცვისა და სამართალაღსრულებითი სისტემის, მწარმოებლურობის დანაკარგების, პრევენციებისა და კვლევების, ასევე სხვა ხარჯების გათვალისიწნებით.

2015 წელს ვანო ცერცვაძემ მონაწილეობა მიიღო ჯორჯ მეისონის უნივესიტეტის გაცვლით პროგრამაში და ამ დროიდან მისი კვლევით მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს გადაწყვეტილების მიღების მოდელების შესწავლა წარმოადგენს. ვანო ცერცვაძემ გააერთიანა წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და 2019 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „რისკისა და სარგებლის დისკონტირების ფაქტორების გავლენა ეკონომიკური ქცევის მოდელებზე ადიქციურ ჯგუფებში“ და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

გარდა ეკონომიკის დარგში არსებული კვლევებისა, ვანო ცერცვაძე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მუშაობდა ქართული ლიტერატურული ძეგლების გაციფრების პროექტზე. მისი უშუალო მონაწილეობით არის შექმნლი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გაციფრებული ტექსტური კოლექციების საცავი.

სასწავლო კურსები:

  • ბიჰევიორისტული ეკონომიკა
  • ეკონომიკური კვლევისა და შეფასების მეთოდები
  • მიგრაციის ეკონომიკა
  • კვლევის რაოდენობრივი მეთოდები

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • Vano Tsertsvadze, Lali Khurtsia. Success and challenges of Georgian tobacco taxation policy. The Journal of Politics and Democratization, August 14, 2022. Online publication: ISSN 2449-2671
  • Vano Tsertsvadze, George Bakhturidze. Increase in excise duty on e-cigarette liquids in Georgia during 2021-2026. June 2021, DOI: 10.13140/RG.2.2.31656.08962
  • Vano Tsertsvadze, Lali Khurtsia. Education policy and effectiveness of the plagiarism detection system. Globalization and Business, №9, pp. 151-155. https://doi.org/10.35945/gb.2020.09.018
  • Vano Tsertsvadze, Lali Khurtsia Evaluation of effectiveness of public expenditures in psychiatric healthcare treatments in Georgia. Ecoforumjournal. ISSN:2344-2174 vol 9, #1 2020
  • Lali Khurtsia, Vano Tsertsvadze Regulation of Tobacco Consumption and Policy Challenges in Georgia. Globalization and Business July 2020
  • Lali Khurtsia, Vano Tsertsvadze Economic challenges of drug policy in Georgia, PressAcademia, RJBM, vol 6, #4 2019

პროექტები:

  • Erasmus + CBHE: Strengthening capacities for the implementation of dual education in Georgia higher education 01/01/2023-31/12/2027, role in the project - project partner coordinator
  • GIPA internal grant for textbook development - Social Policy 01/04/2023-01/11/2023
  • Project title: NCD Investment case - Estimations in frame of the NCD Investment Case in Georgia. role in the project - economic analysis, 2020. funded by WHO Georgia;
  • Project title: Strengthen tobacco control legislation in Georgia role in the project - economic analysis, 2020-2021, funded by Tobacco Free Kids
  • Project title: Effectiveness of antiplagiarism system in Georgian HEI’s, role in the project - project coordinator, 2019, funded by GIPA;
  • Project title: Entrepreneurial universities in Georgian educational environment, role in the project - project coordinator, 2019, funded by GIPA;
  • Project title: Movement against the institutional stigma in mental health, role in the project - economic analysis, 2017, funded by Open Society Georgia;
  • Project title: Measure of effectiveness of organization in GIPA, role in the project - coordinator, 2017, funded by GIPA;
  • Project title: Forecasting analysis of economic results in Restaurant business caused by prohibition of smoking, role in the project - Economist, 2016, funded by Open society;
  • Project title: Promoting Migration Studies in Higher Education. role in the project - curriculum developer, 2016-2020, funded by EU;
  • Project title: The development of human resources, evidence base and quality standards in addictology (trans-disciplinary addiction science) in Georgia. role in the project - project partner coordinator, 2013-2017, funded by EU;

კვლევითი ინტერესები: 

გადაწყვეტილების მიღების მოდელები