ა(ა)იპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ აცხადებს ღია კონკურსს სოციოლოგიის მიმართულებით შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი.
ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი.
ასისტენტი - 2 ვაკანტური ადგილი.
თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორი:
- დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
- სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ასოცირებული პროფესორი:
- დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
- სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ასისტენტი:
- დოქტორანტი შესაბამის დისციპლინაში;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
კონკურსის ჩატარების ვადები:
- საბუთების მიღება: 2022 წლის 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით;
- კანდიდატებთან გასაუბრება: 31 მაისი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
- რეზიუმე (CV);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
- საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!