ვახტანგ ლომჯარია GIPA-ში მოწვეული ლექტორი და პროფესორის ასისტენტია, კითხულობს ეკონომიკის საფუძვლებსა და შესავალ კურსს ეკონომიკაში. ამავდროულად არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პროექტის "ჯანმრთელი ქალაქები" თბილისის კოორდინატორი (2023 წლიდან.)
განათლება : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროგრამის - საჯარო მმართველობის მაგისტრი .
მას აქვს 20 წლამდე გამოცდილება . მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო სექტორს ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს :
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი (2018- 2020 წლები)
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.(2014-2015 წლებში)
- GIZ მთავარი მკვლევარი
- UNDP მრჩეველი კოორდინაციის საკითხებში
მშობლიური ენა ქართული, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.