საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრი. აქვს 18 წლიანი გამოცდილება პროექტების წერასა და მართვაში, მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს 20 წლიან გამოცდილებას.
ფლობს კონსულტირების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების 15 წლიან გამოცდილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების რეფორმის, საჯარო პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგსა და შეფასების, მათ შორის მონაწილეობითი დაგეგმვის მიმართულებებით. აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში, მონაწილეობდა 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამების შექმნაში, ასევე მონაწილეობა მიიღო საპილოტე პროგრამის შემუშავებაში რეგიონების ინტერგირებული განვითარებისათვის.
იგი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული ტრენინგ პროგრამების განვითარებასა და ჩატარებაში. მას აქვს 15 წლიანი ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, ტრენინგები ჩატარებული აქვს როგორც ცენტრალური ხელისუფლების და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგელებისთვის, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი თემების ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
იგი ჩართულია კვლევითი პროექტების განხორციელებაში და აქვს გამოცდილება პოლიტიკის ანალიზის, პროექტების მონიტორინგისა და შეფასების მომზადებაში.
შედგენილი აქვს არაერთი სახელმძღვანელო მოქალაქეთა ჩართულობის, ადვოკატირებისა და თანამონაწილეობითი პროცესით ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.
მისი გამოცდილება მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის: USAID, GIZ, EU, UNDP, NDI, IRI და სხვა.
სასწავლო კურსები:
- შედარებითი საჯარო მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო გამოცდილება
- თვითმმართველობის ლაბორატორია
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- კვლევა ცალკეული სახელმწიფო ფუნქციების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემის შესახებ - თეატრებისა და მუზეუმების მართვა, კვლევის ავტორი.
- კვლევა ცალკეული სახელმწიფო ფუნქციების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემის შესახებ - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში, კვლევის თანაავტორი.
- MAP OF FUNCTIONS OF INSTITUTIONS IN REGARD TO REGIONAL DEVELOPMENT, coauthor of the study. The study has been prepared by the EU funded project “Support to Regional Development Policy Implementation in Georgia II” team, 2017.
კვლევითი ინტერესები:
მდგრადი ადგილობრივი განვითარება; ცვლილებების თეორია და რეფორმების პროცესი საქართველოში; საზოგადოებრივი მონაწილეობა საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესში; სამოქალაქო აქტორების როლი მდგრად ადგილობრივ განვითარებაში.