აკადემიური პერსონალი

მერაბ კაკულია

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

ელფოსტა: merab.kakulia@gipa.ge

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური საქმიანობის 38 წლიანი, საჯარო სექტორში, კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბანკში, მუშაობის 14  წლიანი და საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობის 20 წლიანი გამოცდილება. არის 50-დე პუბლიკაციის ავტორი. ფლობს მაკროეკონომიკური და ფინანსური სექტორის კვლევის, ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის და კონსულტირების, ამ მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების 20 წლიან გამოცდილებას. ამავე დროს, აქვს ევროინტეგრაციის პროცესის მონიტორინგის და მხარდაჭერის სოლიდური გამოცდილება.

სასწავლო კურსები:

  • ეკონომიკის შესავალი;
  • ეკონომიკური ისტორია;
  • საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსები;
  • საერთაშორისო ეკონომიკა;
  • გლობალური ფინანსები;
  • სახელმწიფო და ეკონომიკა.

 

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • ოქროს სტანდარტი - საუკუნოვანი გზა პარიზიდან იამაიკამდე, ჩემი სამყარო, ჟურნალი ახალგაზრდებისთვის, 2024, N43;

 

  • რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ვაჭრობის დინამიკა და სტრუქტურა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე და შემდგომ, თანაავტორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და რონდელის ფონდი, თბილისი, 2023;

 

  • სოციალური საბაზრო მეურნეობის მოდელი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ,,ეკონომიკური სასწაული’’, ჩემი სამყარო, ჟურნალი ახალგაზრდებისთვის, 2022, N38;

 

  • ანტიპანდემიური შეზღუდვების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე: ხილული და უხილავი დანაკარგი, თანაავტორი, ეკონომიკა და ბიზნესი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, 2021, N2;

 

  • კორონომიკური კრიზისის გაკვეთილები საქართველოსთვის., ეკონომიკა და ბიზნესი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, 2020, N2.

 

პროექტები:

  • მაგ.: ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ვაჭრობაზე (2023).

 

კვლევითი ინტერესები:

მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა; ვაჭრობის პოლიტიკა და კონკურენტუნარიანობა; ფინანსური სექტორის განვითარება; ევროინტეგრაცია.