ლექტორები

რუსუდან რუხაძე

ელფოსტა: r.rukhadze@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის მაგისტრი. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 2008 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში  მედიამენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის წოდება მიენიჭა. ამჟამად მუშაობს „ნეოსტუდიაში“ მაგთიკომის კორპორაციული ჟურნალის „მუდმივი კავშირის სამყაროს“ რედაქტორად. ამასთან, მედიის განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა საკითხზე - მედიაწიგნიერება, მედიასთან კომუნიკაცია, მედია და არჩევნები, გენდერის საკითხების გაშუქება მედიაში, შემოქმედებითი წერა. 1996 წლიდან დღემდე მისი სამუშო გამოცდილება მოიცავს როგორც ბეჭდურ გამოცემებს („დილის გაზეთი“, „ქართული კულტურა“, „ახალი ეპოქა“ და სხვა), ასევე ტელევიზიასა (საზოგადოებრივი მაუწყებელი) და რადიოს (პირველი რადიო). არის 500-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, არაერთი ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი, გამარჯვებული და ჟიურის წევრი. მისი მოთხრობები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, ბერძნულ, კორეულ და აზერბაიჯანულ ენებზე. 

წიგნები: 

„ჩაისთან მოსაყოლი ამბები“ (2013, ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის)

„ერთი თქვენგანი გამცემს“ (2016, მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის) 

„სიყვარულის წონა“ (2020, მიენიჭა ლიტერატურული პრემია „თავისუფალი ლიტერა“ წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის). 

სასწავლო კურსი: 

  • შემოქმედებითი წერა