აკადემიური პერსონალი

ანანო გორგოძე

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი / ასისტენტი

ელფოსტა: a.gorgodze@gipa.ge

გამოცდილი აკადემიური საბჭოს წევრი განათლების მენეჯმენტში მუშაობის ისტორიით. მისი გამოცდილება მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე კერძო და საჯარო სექტორს. მისი ექსპერტიზა ფარავს პერფორმანსის და ხარისხის შეფასების სტრატეგიებს, განათლების პოლიტიკასა და მენეჯმენტს, ლიდერობასა და საჯარო გამოსვლებს. მისი სამაგისტრო ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო მმართველობას უკავშირდება; ხოლო მეორე მაგისტრის ხარისხი მას ლონდონის სამეფო კოლეჯში აქვს მოპოვებული განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ამჟამად ჩართულია სადოქტორო სწავლებაში და მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთკავშირი.

 

პროექტები:

 

2018 – 2019: პროექტის კოორდინატორი - “GICE Partnership”-ის მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის კვლევითი პროექტი, რომლის მიზანი იყო საქართველოს შრომის ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნის ანალიზი (1200 რესპონდენტი, დაფარვა - საქართველო); 

2016-2017: პროექტის კოორდინატორი - „GIPA-, როგორც ენტრეპრენიორუოლი / მეწარმეობრივი უნივერსიტეტის განვითარება” - ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი (NFP);

2016-2017: კვლევის კოორდინატორი - “ორგანიზაციის ეფექტიანობის საზომები GIPA-ში”;

2014-2015: პროექტის ტექნიკური კოორდინატორი – “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი”, დაფინანსებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ;

2013-2015: პროექტის მენეჯერი - შვედეთის Östhammar-ის მუნიციპალიტეტსა და GIPA- შორის არსებული კონტრაქტი;

2014: პროექტის მენეჯერი, USAID: Policy, Advocacy, and Civil Society Development in Georgia (G-PAC), East West Management Institute – “ქართული სიტუაციური ანალიზების განვითარება”;

2013: პროექტის კოორდინატორი, USAID: Policy, Advocacy, and Civil Society Development in Georgia (G-PAC), East West Management Institute – “ორგანიზაციული თეორიის კურსის განვითარება”.

 

კვლევები და პუბლიკაციები:

 

სამაგისტრო ნაშრომი: „ბაბილონის გოდოლი? სტუდენტების ტრანზიციის შეფასება უმაღლესი განათლებიდან შრომის ბაზარზე კერძო და საჯარო უნივერსიტეტის შედარებით ანალიზზე დაყრდნობით” (სექტემბერი, 2020);

„საჯარო სექტორი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები” (თვისებრივი კვლევა) – კვლევითი გუნდის წევრი (მაისი, 2014);

4- საერთაშორისო შავი ზღვის კონგრესი, მოხსენება: „ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტური პრობლემები “(ნოემბერი, 2013);

სამაგისტრო ნაშრომი: „მოხალისეობა (Volunteering) სტუდენტებში: სტუდენტთა ინფორმირებულობა და აქტიურობა, არასამთავრობო სექტორში მისი განვითარების ტენდენციები და მოხალისეობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა (თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა)” (ივნისი, 2012);

პოლიტიკური პარტიები საქართველოში  - ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო პროგრამების ანალიზი (თვისებრივი კვლევა)” (ივნისი, 2010)

კვლევითი ინტერესები: უმაღლესი განათლების და შრომის ბაზრის ურთიერთკავშირი, განათლების მარკეტიზაცია, საერთაშორისო განათლების პოლიტიკა, განათლების პოლიტიკური ეკონომიკა