სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 9:00 – 20:00 საათები
შაბათი: 10:00 – 17:00 საათები
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N22ა, 0114, თბილისი, საქართველო
ბიბლიოთეკაში ყოფნისა და მისი რესურსების გამოყენებისას სავალდებულოა ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დაცვა.ბიბლიოთეკის სერვისები:
საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობა და წიგნის გატანა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტის სივრცეში, ისე სახლში სარგებლობისთვის.
ამ მიზნით, აუცილებელია მიმართოთ ბიბლიოთეკარს, რომელიც გაგიწევთ კონსულტირებას კონკრეტული წიგნით სარგებლობის და ვადების შესახებ.
იმისთვის რომ მოიძიოთ და დაჯავშნოთ წიგნები სასწავლო თუ სხვა თემატიკაზე, უნდა ეწვიოთ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგს.ბიბლიოთეკათშორისი სერვისი
თუ გჭირდებათ წიგნი ან სხვა ტიპის რესურსი, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ჩვენს ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ ის ჩვენი ბიბლიოთეკთაშორისი სერვისით. ეს სერვისი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მასალებით სხვა ბიბლიოთეკებიდან, რისთვისაც სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ბიბლიოთეკართან ან გამოაგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე - library@gipa.ge
ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის საჭირო რესურსებზე წვდომაში.
ელექტრონული ბიბლიოთეკა
ჯიპას ბიბლიოთეკას აქვს ელექტრონული რესურსების ბაზა, რაზეც წვდომა შესაძლებელია ორგანიზაციული ელ.ფოსტით. უნივერსიტეტში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს წვდომა აქვთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე J-stor და EBSCO. ამავე დროს, 2018 წლიდან ააიპ „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ყოველწლიურად განახლებადია, უნივერსიტეტმა უზრუნველყო წვდომა ისეთ მონაცემთა ბაზებთან როგორიცაა:
- ACM Digital Library (https://dl.acm.org/)
- Cambridge Journals Online (https://www.cambridge.org/core)
- e-Duke Journals Scholarly Collection (https://read.dukeupress.edu/)
- Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books (https://www.elgaronline.com/)
- European Respiratory Journal (https://erj.ersjournals.com/)
- IMechE Journals (https://uk.sagepub.com/en-gb/eur/IMEchE)
- Mathematical Sciences Publishers Journals (https://msp.org/)
- OpenEdition Journals (https://journals.openedition.org/)
- Royal Society Journals Collection (https://royalsociety.org/journals/)
- SAGE Journals (https://journals.sagepub.com)
- The Company of Biologists' Journals (https://www.biologists.com/development/)
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ჯიპა ასევე სარგებლობს შემდეგ ელ-ბაზებზე წვდომის შესაძლებლობით:
- ScienceDirect – (https://www.sciencedirect.com/)
- Scopus – (https://www.scopus.com/standard/marketing.uri)
უნივერსიტეტის სტუდენტების ასევე შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ისეთი ელექტრონული ბაზებით როგორიცაა OARE, BioOne Complete, IMF E-Library (International Monetary Fund).
გარდა ზემოაღნიშნულისა, უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული პროგრამა „portal.gipa.ge“, აღჭურვილია ელექტრონული ბიბლიოთეკის მოდულით, რომლის მეშვეობით ყველა სტუდენტს და ლექტორს აქვს წვდომა სილაბუსებში არსებულ მასალებთან. ასევე, მასალის მოძებნა და გამოყენება დამოუკიდებლად შესაძლებელია მომხმარებლის პირადი მოდულიდან.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ჯგუფური სამუშაო სივრცე განკუთვნილია თანამშრომლობითი სწავლებისა და გუნდური მუშაობისთვის. პროდუქტიული გარემოს უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:
სივრცის დაჯავშნა
ჯგუფური სივრცით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ დაჯავშნა;
დაჯავშნეთ ონლაინ, ბიბლიოთეკის ელ.ფოსტის მეშვეობით library@gipa.ge-ზე;
უნდა მოიწეროთ დაჯავშნის დრო და ჯგუფში შემავალი წევრების სახელები და გვარები;
დაჯავშნის მაქსიმალური დრო არის 2 საათი ჯგუფისთვის, დღეში.
ჯგუფის შემადგენლობა
ჯგუფური სამუშაო სივრცე განკუთვნილია 4 ან მეტი ადამიანისთვის
რეგისტრაცია
ოთახში შესვლამდე ბიბლიოთეკაში დატოვეთ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის პირადობის მოწმობა; 15 წუთზე მეტი დააგვიანების შემთხვევაში, ოთახით ისარგებლებს სხვა ჯგუფი;
ეცადეთ თქვენმა მუშაობამ არ გამოიწვიოს ხმაური და პატივი ეცით ბიბლიოთეკის სხვა მომხმარებლებს.
ტექნიკა
Wi-Fi ხელმისაწვდომია ჯგუფურ სამუშაო სივრცეში;
შეგიძლიათ ისარგებლოთ პორტატული მოწყობილობებით;
ნებადართულია დახურული კონტეინერით სასმელის შეტანა;
ჯგუფურ სამუშაო სივრცეში სისუფთავის შესანარჩუნებლად საკვების შეტანა დაუშვებელია.
ოთახის მოვლა
დატოვეთ ოთახი სუფთა და მოწესრიგებული;
ნებისმიერი ტექნიკური საკითხის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.
ჯავშნის გაუქმება
გთხოვთ გააუქმოთ ჯავშანი დაჯავშნილ დრომდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის ტრენინგები და კონსულტირება
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პერსონალი პერიოდულად ატარებს ტრენინგებს და უწევს კონსულტაციას სტუდენტებსა და ბიბლიოთეკის ვიზიტორებს საბიბლიოთეკო და ელექტრონული ბაზების ეფექტურად მართვასა და გამოყენებაში.
ჯიპას საბიბლიოთეკო რესურსების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ბიბლიოთეკა სთავაზობს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგ ტრენინგებს:
საბიბლიოთეკო სერვისები - ტრენინგი გულისხმობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შესახებ იმ აუცილებელ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას რომელიც მკითხველს დაეხმარება სასწავლო და კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესებაში ტრენინგზე დასასწრებად მოგვწერეთ library@gipa.ge-ზე.
სამეცნიერო ბაზების ეფექტურად გამოყენება - ტრენინგი გულისხმობს ინფორმაციის მიღებას სამეცნიერო ბაზების მახასიათებლებზე, გაფართოებული ძიებისა და ფილტრების ტექნიკებზე, სტატიებსა თუ სრულ ტექსტებზე. ტრენინგზე დასასწრებად მოგვწერეთ library@gipa.ge-ზე.
გმადლობთ, რომ იცავთ ამ სახელმძღვანელო მითითებებს და გვეხმარებით სასიამოვნო სასწავლო/სამეცნიერო გარემოს შენარჩუნებაში!
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეეკა და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სასწავლო და კვლევითი პროცესების ეფექტურად განხორციელების მიზნით, საუნივერსიტეტო ერთიანი საბიბლიოთეკო სივრცე აღჭურვილია წიგნადი ფონდითა და ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, რაც უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურულ-საინფორმაციო ფუნქციების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
2024 წლიდან, მას შემდეგ რაც საუნივერსიტეტო პროცესების ძირითადი ნაწილი ერთ მისამართზე გადავიდა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა განთავსდა ერთ შენობაში. GIPA-ს ბიბლიოთეკაში მოწყობილია წიგნსაცავი, სამკითხველო სივრცე აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, ასლგადამღებით და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებებით. ბიბლიოთეკებში მკითხველს უკაბელო ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. საბიბლიოთეკო სივრცე აერთიანებს წიგნად ფონდს და ელექტრონულ/ციფრულ რესურსებს.
სავალდებულო წესით, ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდი საგანმანათლებლო პროგრამების ყველა სილაბუსში მითითებულ ძირითად ლიტერატურას მოიცავს. უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების განახლებასა და გაუმჯობესებაზე. ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდი ყოველ სემესტრულად ექვემდებარება განახლებას, კვლევით-საგანმანათლებლო თუ საბიბლიოთეკო რესურსის გამდიდრების საჭიროებიდან გამომდინარე.
საბიბლიოთეკო რესურსის განახლება-განვითარებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში ყოველთვის ცალკეა გათვალისწინებული ფინანსური რესურსი, რომლის ფარგლებშიც ხდება ყველა იმ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურისა თუ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული სხვა რესურსის შესყიდვა.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პერსონალი პერიოდულად ატარებს ტრენინგებს და უწევს კონსლტაციას სტუდენტებსა და ბიბლიოთეკის ვიზიტორებს საბიბლიოთეკო და ელექტრონული ბაზების ეფექტურად მართვასა და გამოყენებაში. ააიპ „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-თან თანამშრომლობის ფარგლებში კი, საჭიროებებიდან გამომდინარე, ხორციელდება ბიბლიოთეკის თანამშრომლების გადამზადება საბიბლიოთეკო რესურსების მართვის ახალი შესაძლებლობების ათვისების მიზნით. უნივერსიტეტი ზრუნავს აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფაზე.
საბიბლიოთეკო საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტს ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. ბიბლიოთეკა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ხელმისაწვდომია კვირაში 6 დღის განმავლობაში არანაკლებ 60 საათისა. ამასთან, ბიბლიოთეკის საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, რომლითაც დარეგულირებულია ბიბლიოთეკაში გაწევრიანების, საბიბლიოთეკო რესურსის გატანა-დაბრუნების, ბიბლიოთეკაში ქცევის წესების, მათი დარღვევის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და სხვა საკითხები.
საბიბლიოთეკო სივრცეში დაცული წიგნადი ფონდი დამუშავებულია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ასევე თითოეული წიგნი ინვენტარიზებულია, გააჩნია ინდივიდუალური ნომერი და განთავსებულია შესაბამის თაროზე, ასევე ელექტრონულ კატალოგებში. ბიბლიოთეკა მხარდაჭერილია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმებით. ამავდროულად, საბიბლიოთეკო სივრცეში დაცული წიგნადი ელექტრონულ საძიებო სისტემასა და კატალოგშია ასახული და ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.
- ელექტრონული რესურსები
უნივერსიტეტი ზრუნავს აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფაზე.
GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტს აქვს წვდომა JSTOR-ის https://www.jstor.org/ სამეცნიერო ჩანაწერების არქივზე, რომელიც მოიცავს ჟურნალებს, წიგნებს და პირველად წყაროებს, სადაც შესაძლებელია ტექსტის, ციტირებების, ან საჭირო ინფორმაციის მოძიება ჟურნალის სათაურის ან თემატიკის მიხედვით. მოქნილი საძიებო სისტემის გამო 2013 წელს JSTOR საუკეთესო მონაცემთა ბაზად დასახელდა. მას აქვს წვდომა 12 მლნ-ზე მეტ სამეცნიერო პუბლიკაციასთან, წიგნებთან და პირველად წყაროებთან 75-ზე მეტ დისციპლინაში. JSTOR მოიცავს წიგნებსა და სტატიებს, ასევე აქტუალურ საკითხებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.
Elsevier არის ნიდერლანდებში დაფუძნებული აკადემიური საგამომცემლო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო და სიცოცხლის შემსწავლელი სამეცნიერო და ჯანდაცვის შინაარსის ბაზებზე. ის არის წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ. GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს - ამ ჟურნალთან წვდომა აქვს 2019 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ჯიპა ასევე სარგებლობს შემდეგ ელ-ბაზებზე წვდომის შესაძლებლობით:
- ScienceDirect – (https://www.sciencedirect.com/)
- Scopus – (https://www.scopus.com/standard/marketing.uri)
https://www.ebsco.com/products/research-databases - EBSCO - წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს: სამეცნიერო გამოცემებს, მათ შორის 4,600 ჟურნალს სტატიების სრული ვერსიებით, 8,500 ჟურნალს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით შემდეგ დარგებში: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეცნიერებები, ჯანდაცვა და მედიცინა, ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ეკონომიკა, საბიბლიოთეკო საქმე და მენეჯმენტი. EBSCO EP Package PREMIER ელექტრონული ბაზების კოლექციაზე GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ხელმისაწვდომობა გულისხმობს წვდომას:
- Academic Search Premier-ზე, რომელიც მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. Academic Search Premier-ი, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განახლება ყოველთვიურად ხდება. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვან და მრავალფეროვან მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში. ასევე, ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.
- Business Source Premier-ზე, რომელიც გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს კვლევებს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press - ის ვიდეოთეკაზე.
- Regional Business News-ზე, რომელიც არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა და გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ-სა და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციებისა და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში.
- Newspaper Source-ზე, რომელიც გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, მისი მეშვეობით გექნებათ წვდომა სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებზე.
- MasterFILE Premier-ზე, რომელიც სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1500-მდე პერიოდულ გამოცემას, სადაც გექნებათ წვდომა ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგადი მეცნიერების და სხვა მრავალ სფეროსთან. ის ასევე შეიცავს 180-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 55 100 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 1.9 მილიონზე მეტი ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება.
- ERIC (the Education Resource Information Center)-ზე, რომელიც გთავაზობთ ინფორმაციაზე წვდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან. მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე.
- GreenFILE-ზე, რომელიც სამეცნიერო და სამთავრობო ხასიათის მასალების კოლექციაა. ბაზა შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებსა და კორპორაციებზე, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ პრობლემათა გამოსასწორებლად. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა და ა.შ.
- Library Information Science & Technology Abstracts (LISTA)-ზე, რომელიც მოიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსს, 50-ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ. ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. ამასთანავე, მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე გქონდეთ წვდომა.
- Medline-ზე, რომელიც ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა და შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგის შესახებ, როგორებიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯანდაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE-ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600-ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.
- Health Source: Consumer Edition + Nursing/Academic Edition-ზე, რომელიც გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებში, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულებისა და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ.
Cambridge Journals Online https://www.cambridge.org/core - წარმოგვიდგენს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მიმართულებების ჟურნალებს, მათ შორისაა: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.
e-Duke Journals Scholarly Collection https://read.dukeupress.edu/ - წარმოდგენილია ჟურალები შემდეგი მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books https://www.elgaronline.com/ - წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით. წიგნების უმეტესი ნაწილი ეხება საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.
European Respiratory Journal https://erj.ersjournals.com/ - წარმოადგენს კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზას, იმავე სახელწოდების ჟურნალით. მოცემულია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს.
IMechE Journals https://uk.sagepub.com/en-gb/eur/IMEchE - წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე არსებული ჟურნალები, რომელთა ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. აქვე შეხვდებით სამედიცინო და სპორტის ინჟინერიას, აგრეთვე საავიაციო და მანქანათმშენებლობის მიმართულებებს.
Mathematical Sciences Publishers Journals https://msp.org/ - წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და სხვა მისი მომიჯნავე დისციპლინებიდან. ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია
Openedition Journals https://www.openedition.org/ - წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
Royal Society Journals Collection https://royalsociety.org/journals/ - წარმოდგენილია ბიოლოგიურ მეცნიერების და მისი მომიჯნავე დისციპლინების დარგობრივი მიმართულების ჟურნალები - ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია.
SAGE Premier https://journals.sagepub.com - წარმოდგენილია სამეცნიერო, აკადემიური, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.
The Company of Biologists' Journals https://www.biologists.com/ - წარმოგიდგენთ ჟურნალს, რომელიც მოიცავს განვითარების, უჯრედული მეცნიერებისა და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.
ACM Digital Library - https://dl.acm.org/
ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები და სხვა ციტირებულ ნაშრომები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.
https://www.oaresciences.org/en/index.html - უზრუნველყოფს განვითარებადი ქვეყნებისთვის უფასო ან დაბალ ფასად წვდომას რეცენზირებად ჟურნალებზე, წიგნებსა და გარემოსდაცვით მონაცემთა ბაზებზე. მასში ერთიანდება 1,500-მდე სამეცნიერო ჟურნალი, 27,000 ელექტრონული წიგნი, 40 მონაცემთა ბაზა და სხვა საინფორმაციო რესურსები 118 ქვეყანაში. მას ხელმძღვანელობს UN Environment, წამყვან სამეცნიერო გამომცემლებთან და იელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
- პლაგიატი, მისი თავიდან აცილება და სამეცნიერო კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვა
GIPA ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევის პროცესში მონაწილე პირების მიერ სხვისი ნაშრომის პატივისცემისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სტანდარტების დამკვიდრებას. პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირების პროცედურები და მექანიზმები წარმოდგენილია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესებში. აღნიშნული მარეგულირებელი დოკუმენტის მოქმედება ვრცელდება როგორც სტუდენტებზე, ასევე, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალზე და სასწავლო პროცესში ჩართულ სხვა პირებზე. სტუდენტის მხრიდან შუალედური ან/და დასკვნითი შეფასების დროს, პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება არადამაკმაყოფილებელი შეფასება საგანში, ხოლო სამაგისტრო ან სადისერტაციო ნაშრომის წინასწარ განხილვის/დაცვის ეტაპზე პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება არადამაკმაყოფილებელი შეფასება. პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმები, ასევე, ითვალისწინებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის საკვალიფიკაციო ნაშრომში აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მისთვის მინიჭებული ხარისხის ჩამორთმევის შესაძლებლობას.
მარეგულირებელი დოკუმენტი, ასევე, მოიცავს უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალის მხრიდან პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების მექანიზმებს. აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საკითხს იხილავს დისციპლინური კომისია და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, რექტორს მიმართავს წინადადებით, დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
უნივერსიტეტი ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტის გამოვლენაზე, არამედ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის ევროკავშირის დაფინანსებით მხარდაჭერილი ისეთი პროექტების ფარგლებში როგორებიცაა ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ და „აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY). აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს სტუდენტთა ინსტრუქცია პლაგიატის თავიდან არიდების შესახებ, რომლის საფუძველზე აღიარებულია ის საერთო საუნივერსიტეტო პრინციპები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები აკადემიური ნაშრომის მომზადებისას. ასევე, უნივერსიტეტში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აკადემიური/მოწვეული პერსონალი, სტუდენტებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებისთანავე, სტუდენტებს განუმარტავენ აკადემიური და სამეცნიერო კეთილსინდისერების სტანდარტებს და მათი დარღვევის შემთხვევაში, მათზე რეაგირების პროცედურებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსი ითვალისწინებს ინფორმაციული ხასიათის ჩანაწერს პლაგიატისა და მისი გამოვლენის შემთხვევაში იმ სანქციების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია გავრცელდეს სტუდენტზე.
აკადემიური/კვლევითი კეთილსინდისიერების დარღვევის პრევენციისა და მართვის მიზნით, უნივერსიტეტში 2017 წლიდან მოქმედებს ელექტრონული პროგრამა Turnitin, რომელიც გამოიყენება სასწავლო და კვლევით პროცესში. პროგრამის ეფექტურად მართვის მიზნით, უნივერსიტეტის ფარგლებში შემუშავებულია პროგრამის მოხმარების სახელმძღვანელო დოკუმენტი/ინსტრუქცია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის. ამასთან, უნივერსიტეტი პერიოდულად უზრუნველყოფს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სამეცნიერო ეთიკის/კეთილსინდისიერების სტანდარტების შესახებ აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლების გადამზადებას.
- ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესები: თავი VII. პლაგიატის თავიდან აცილების და მისი გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების პროცედურები და მექანიზმები.
- ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ეთიკისა და ქცევის კოდექსი/ - თავი V. კვლევის ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება;
- ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტთა ინსტრუქცია პლაგიატის თავიდან არიდების შესახებ;
PORTAL.GIPA.GE - უნივერსიტეტმა ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შექმნა და დანერგა საკუთარ საჭიროებაზე მორგებული უნივერსიტეტის ელექტრონული მართვის მონაცემთა ბაზა (პორტალი), რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის საჭიროებებზე მორგებული სერვისები. პორტალი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო პროცესის უფრო ეფექტიანად მართვის მექანიზმებს, ასევე ცნობების ავტომატური გენერირების, ონლაინ ცხრილს შექმნის, ფინანსურ საკითხებზე სტუდენტთა მხრიდან განცხადების ელექტრონულად შექმნის და გაგზავნის და სხვა შესაძლებლობებს, ასევე ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან წვდომას.
ბიბლიოთეკის პროქსის კონფიგურაცია საბიბლიოთეკო რესურსებზე გარე წვდომისთვის ხელმისაწვდომია PORTAL.GIPA.GE-ზე, რაც გაძლევთ უნივერსიტეტის სივრცის მიღმა საუნივერსიტეტო ელექტრონული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობას.