ფილოლოგიის მაგისტრი ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალობით. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურის სრული კურსი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (ტექსტოლოგიის სპეციალობით).
იყო არაერთი ქართული პერიოდული გამოცემის კორესპონდენტი და მიმომხილველი, ქართული ენისა და ლიტერატური პედაგოგი, პარლამენტის ანტიკორუფციული კომისიის სტილისტი-რედაქტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სტილისტი-რედაქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტილისტი-რედაქტორი, საერთაშორისო ფონდ ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის რედაქტორი.
ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქციის განყოფილების უფროსი. აქვს პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის არაერთი სამეცნიერო-სასწავლო წიგნის რედაქტორი.
სასწავლო კურსები:
- მართლწერა და აკადემიური წერა