• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • აკადემიური პერსონალი

    მიხეილ დარჩიაშვილი

    პროფესორი

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, სტენფორდის უნივერსიტეტის, ლიდერობის აკადემია განვითარებისთვის პროგრამის კურსდამთავრებული. აქვს საერთაშორისო განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო მმართველობის სფეროებში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება.

    დიპლომატიური კარიერა დაიწყო 2001 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მუშაობდა სამხედრო-პოლიტიკურ მიმართულებაზე. 2004-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს მისიაში ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, ხოლო 2008-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში ვაშინგტონში, სადაც ეკავა უფროსი მრჩევლისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციები.

    2013-2014 წლებში გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სადაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესს. 2015-2025 წლებში აქტიურად იყო ჩართული USAID-ის მიერ დაფინანსებულ დემოკრატიული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროგრამებში.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრია 2017 წლიდან.