• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ლექტორები

    ნატო ბაჩიაშვილი

    ელფოსტა: icgs.geo@gmail.com

    გამოცდილების მოკლე აღწერა

    იურისტი. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამართლის მაგისტრი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

    გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის - ICGS  თავმჯდომარე და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის - GSAC  მმართველობის წევრი.

    აქვს როგორც აკადემიური მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე  სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრო ორგნიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება: 

    2012 წლიდან  2021 წლამდე იყო საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მოწვეული ლექტორი; 2015 წლიდან დღემდე არის  საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის GIPA-ს მოწვეული ლექტორი;

    2014 წლიდან ის ხელმძღვანელობს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს - ICGS; 2023 წლიდან არის  საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის GSAC  მმართველობის წევრი.

    წლების მანძილზე ის მუშაობს სახელმწიფო სისტემასთან, კონსტიტუციური  ორგანოების უფლებამოსილების გადანაწილების, საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის სრულყოფის; აგრეთვე საერთაშორისო სამართალთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. წარმატებით აქვს განხორციელებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მრავალი პროექტი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით; კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების,  ჰიბრიდული ომის, რუსეთის რბილი ძალის, მოლაპარაკებებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;

    სასწავლო კურსები:

    • მოლაპარაკება და მედიაცია  -  UN Women, NATO Liaison Office,:  
    • სერტიფიცირებული  სწვლების კურსი არჩევნებზე გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვებისათვის - OSCE/ODIHR
    • სასწავლო კურსი: „ჰიბრიდული გამოწვევები და საქართველო“ - აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიი NDU;
    • ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი -  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ესტონეთის საელჩო; NATO PDD:  
    • სახალხო დიპლომატიის კურსი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის.  NATO PDD

    პროექტები: 

    • 2023  - პროექტი: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისათვის: „NATO-ს წარმატების ისტორია“;
    • 2023 - პროექტი: მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ; ლექცია კურსი „ჰიბრიდული ომის გამოწვევები“;
    • 2021- 2022წ  - პროექტი:  „კონფლიქტების დარეგულირების საერთშორისო გამოცდლების გაზიარება“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადეობის და აკადემიური წრეების  წარმომადგენლებისათვის;
    • 2016-2022 - პროექტი: "მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა" ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: >2020 - პროექტი: „დეზინფორმაციის კვალდაკვალ“ - კვლევა 2020 წლის  საარჩევნო პერიოდში საქართველოს  დეზინფომაციის ახალი ნარატივების აღმოსაჩენად. 



    კვლევითი ინტერესები: 

    კონსტიტუციური  ორგანოების უფლებამოსილების გადანაწილების თავისებურებები; საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის სრულყოფა; უსაფრთხოების კვლევები; ჰიბრიდული ომები, რუსეთის რბილი ძალა; კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება; საქართველოს ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.