დაიბადა 1955 წლის 26 თებერვალს თბილისში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსტეტი არქიტექტურის ფაკულტეტი. 1979 წელს ამავე უნივერსტეტის ასპირანტურა. 1977 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თბილისის მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. 2006 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ანტუან ეგზიუპერის სახელობის თბილისის ლიცეუმში, თბილისის აკადემიაში, ბტიტანულ სკოლაში ზოგადი უნარ-ჩვევების პედაგოგად. 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სადაც კითხულობს ლოგიკური უნარ-ჩვევების კურსს.