ვახტანგ ნადარეიშვილი GIPA-ში 2007 წლიდან კითხულობს განწყობის თეორიის, იურიდიული ფსიქოლოგიის, ბიჰევიორალური და კოგნიტური ფსიქოლოგის და მდგრადი სოციალური განვითარება და სოციალური კაპიტალის კურსებს. ამავდროულად, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორია.მუშაობდა (ინსტიტუტის ლიკვიდაციამდე ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ და სწავლულ მდივნად.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინიჭებული აქვს ფსიქოლოგიის დოქტორის და სამართლის მაგისტრის ხარისხი.