ლექტორები

ლევან ბერძენიშვილი

მოწვეული ლექტორი

ელფოსტა: leo2ber@gmail.com

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას მოიცავს. აქვს 40-ზე მეტწლიანი გამოცდილება პროექტების მართვასა და კვლევაში და გახლავთ 80-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. ფლობს კონსულტირების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების 30 წლიან გამოცდილებას, კლასიკური ფილოლოგიის, მსოფლიო ლიტერატურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, კრეატიული წერის, აკადემიური წერის, თანამედროვე აზროვნების საფუძვლების მიმართულებით. ფლობს სწავლების 40-წლიან გამოცდილებას ბერძნული და ლათინური ენების, ანტიკური ლიტერატურის, ბიზანტიური ლიტერატურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მსოფლიო ლიტერატურის, მითოლოგიის, თანამედროვე აზროვნების, კრეატიული და აკადემიური წერის მიმართულებით. წაკითხული აქვს ლექციები ჰარვარდის, სტენფორდის, იელის, მოუნტ ჰოლუოკისა და ამჰერსტის უნივერსიტეტებში (აშშ), სტრასბურგისა და სორბონის უნივერსიტეტებში (საფრანგეთი).

 

სასწავლო კურსები:

  • ანტიკური ლიტერატურა;
  • ძველი ბერძნული პოეზია;
  • ძველი ბერძნული თეატრი;
  • ძველი ბერძნული პროზა;
  • ძველი ბერძნული ენა;
  • ლათინური ენა;
  • ბერძენი ავტორები;
  • რომაელი ავტორები;
  • მითოლოგიის შესავალი;
  • დიადი წიგნები;
  • მსოფლიო ლიტერატურა;
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში;
  • კრეატირული წერა;
  • აკადემიური წერა.

 

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურული წახნაგები, ტ. 1, გილგამეშიდან ენეიდამდე, თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2024.
  • ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურული წახნაგები, ტ. 2 თბილისი, რუსთაველიდან ნიცშემდე, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2024.
  • ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურული წახნაგები, ტ. 3, დოსტოევსკიდან ბორხესამდე, თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2024.
  • ლევან ბერძენიშვილი, საუბრები ვეფხისტყაოსანზე, თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2024.
  • ლევან ბერძენიშვილი, ჩვენები – ქართველები ბერძნულ მითოსში, თბილისი, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2023.
  • ლევან ბერძენიშვილი, 1921-1990, ერთი კაცისა და ქვეყნის ამბავი, თბილისი, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2022.

 

კვლევითი ინტერესები:

ძველი ბერძნული დრამა, ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები, არისტოფანეს კომედიები.