ლექტორები

ლევან კოკაია

ელფოსტა: levankokaia@gmail.com

ლევან კოკაია 

სამართლის მაგისტრი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი. 45-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 13 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტი, რომელიც სხვადასხვა კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს.  

მისი პრაქტიკული, აკადემიური და კვლევითი საქმიანობა მოიცავს: კორპორაციული სამართლის და კორპორაციული მართვის საკითხებს, კაპიტალის ბაზრების და საინვესტიციო ფონდების სამართლებრივ რეგულირებას, სხვადასხვა სახის ადგილობრივ და საერთაშორისო კომერციულ ხელშეკრულებებს, განახლებადი ენერგიების წყაროებს, შრომის, საინვესტიციო  და ანტიონოპოლიურ კანონმდებლობას, სასაქონლო ნიშნებს,  კორპორაციათა და სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 

კვლევის ძირითადი ინტერესებია: კორპორაციული სამართლის და თანამედროვე კორპორაციული მართვის საკითხები, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, კაპიტალის ბაზრები და საინვესტიციო ფონდები.

პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება: 

    • კორპორაციული იურისტი - შპს „ჯეენ გეორგია“, – სს „ჯეენ სიჯეი ა.ს.“-ის შვილობილი კომპანია საქართველოში). 2019 წლიდან-დღემდე.  
    • მკვლევარი სამართლებრივ საკითხებში - ა(ა)იპ „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“. (USAID/G4G-ის პროექტი). 2017-2019. 
    • მთავარი იურისტი - შპს „სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი”. 2017 – 2019.

  • იურისტი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 2015-2017;
  • მთავარი სპეციალისტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2013-2014;  
  • სამეთვალყურეო საბჭოს სამართლებრივი მრჩეველი - სს „ხიდმშენი“. 2011-2012;
  • მიწვეული იურისტი - შპს „კაიმანი“, შპს „ადმირალ მარკეტს ჯორჯია“, 2011;
  • სამოქალაქო სპეციალისტი ოფიცრის პოზიციაზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2009-2010;
  • სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე - თბილისის სააპელაციო სასამართლო. 2004-2005. 

აკადემიური სამუშაო გამოცდილება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში GIPA):

  • ტრენერი: ბიზნეს სამართალში; სასაქონლო ნიშნების, ფრენჩაიზინგის და რეკლამის სამართლებრივ რეგულირებაში; შრომის სამართალში - 2017 წლიდან - დღემდე.
  • მიწვეული ლექტორი:
  • კორპორაციულ მართვაში (ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. MBA). 2018 წლიდან - დღემდე;
  • ბიზნესის სამართალში (ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. BBA). 2017 წლიდან - დღემდე;
  • სამართლის საფუძვლებში (სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა). 2013 წლიდან - დღემდე.