• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • აკადემიური პერსონალი

    თენგიზ ფხალაძე

    პროფესორი

    ელფოსტა: t.pkhaladze@gipa.ge

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი და ბრიუსელში მდებარე საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი. მისი პროფესიული ინტერესების ძირითადი სფეროებია: საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და ევროპული უსაფრთხოება. კვლევით საქმიანობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის საგარეო პოლიტიკას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემატიკას.

    აკადემიური საქმიანობის პარალელურად, თ. ფხალაძეს აქვს დიპლომატიურ და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1992 წლიდან მოყოლებული მას არაერთი მაღალი სახელმწიფო თანამდებობა ეკავა. მათ შორის 2014-2018 წ.წ. იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა მდივანი. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს აკადემიურ კვლევასა და პრაქტიკულ პოლიტიკის გამოცდილებას, განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

    თენგიზ ფხალაძეს მინიჭებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო მისი სადოქტორო ნაშრომი ეხება რუსეთის საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიურ საფუძვლებს.

    არის რეგიონული უსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პოლიტიკის ანალიტიკური დოკუმენტის ავტორი და თანაავტორი.