აკადემიური პერსონალი

მზია გომელაური

პროფესორი

GIPA-ს პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლიდან კითხულობს GIPA-ში,  „ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის“ ლექციების კურსს სოციალური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე და 2014 წლიდან ლექციების კურსს „ადამიანი შიზოიდურ სამყაროში“ გამოყენებითი ფსიქოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე. არის მოწვეული ლექტორი  რობაქიძის უნივერსიტეტში და სამხატვრო აკადემიაში. მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული აქვს კვლევები და სტატიები სხვადასხვა ჟურნალებში.