პოლიტიკის მეცნიერებები

მიღების წინაპირობები

პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული ზოგადი განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. ინგლისური ენა 
  3. ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ისტორია, მათემატიკა, გეოგრაფია ან სამოქალაქო განათლება

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები (მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის)

 

მობილობა

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პოლიტიკის მეცნიერებების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  სტუდენტთა  მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია  წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

პირველკურსელთა რეგისტრაცია

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული - https://bityl.co/E9N4

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია იწრმოებს ელექტრონულად - 01 სექტემბრიდან (21:00) 10 სექტემბერს (18:00) ჩათვლით. სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 01 სექტემბრიდან

 

რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • 1 ფოტოსურათი ზომით ¾;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
  • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.

 

ხელშეკრულების გაფორმება:

 

მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 12, 13, 14, 15 ან 16 სექტემბერს, 11:00-17:00 შუალედში. 

სოცილურ მეცნიერებათა სკოლა: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. #101 

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

 

იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).

 სწავლა დაიწყება 19 სექტემბერს.

 

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  საბაკალავრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებებში

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკური მეცნიერებების  ბაკალავრი/BA in Political Sciences

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი

სწავლების ენა:  ქართული

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:  აკადემიური

პოლიტიკური მეცნიერებების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:

  • ფართო თეორიული ცოდნა, როგორც ზოგადად პოლიტიკურ მეცნიერებებში, ისე მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების შესახებ;
  • სიღრმისეული ცოდნამსოფლიო ფილოსოფიური და სამეცნიერო მემკვიდრეობის, პოლიტიკური აზროვნების ისტორიის და პოლიტიკური იდეოლოგიების     შესახებ;  
  • სიღრმისეული ცოდნა საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის, ლიბერალური ღირებულებებისდა ადამიანთა უფლებების ძირითადიპრინციპების შესახებ;
  • ფართო ცოდნაინდივიდის როლის, პასუხისმგებლობის და საზოგადოებაში მისი უფლებების შესახებ.

პოლიტიკური მეცნიერებების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:

  • პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში მიღებულიცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;   
  • პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.

დასაქმების სფერო:

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ, როგორც სახელმწიფო ასევე საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც მოითხოვება პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. პროგრამა იძლევა თეორიულ ცოდნას ისევე, როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით.

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3600 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.

პირველ სასწავლო წელს, ნებისმიერი მოცულობის სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს GIPA-ს 1000 ლარიან ფასდაკლებას.

სწავლების მეორე წლიდან პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ: 

  • სტუდენტები, რომელთა GPA იქნება 3,5 და მეტი, მომავალ სემესტრში ისარგებლებენ 1000 ლარამდე ფასდაკლებით (რეიტინგის შესაბამისად):
    • 1000 ლარი
    • 900 ლარი
    • 800 ლარი
    • 700 ლარი
    • 600 ლარი
  • სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში  სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით.

 

პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ფასი, პირველ წელს, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში:

50% გრ. შემთხვევაში:  3600 - 1125 (50%) - 1000 (GIPA) = 1475 ლარი

70% გრ. შემთხვევაში: 3600 - 1575 (70%) - 1000 (GIPA) = 1025 ლარი 
100% გრ. შემთხვევაში: 3600 - 2250 (100%) -1000 (GIPA) = 350 ლარი

 

საბანკო რეკვიზიტები

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

 

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა უმეტესობა ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშების, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. პროგრამის კურიკულუმი და მთლიანად აკადემიური პროცესი მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.

იხილეთ კურიკულუმი.

იხილეთ საგნების მოკლე აღწერილობა

ტროის უნივერსიტეტი (აშშ)

GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ ჯიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს აიღოს ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.


ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;

ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.


სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.


ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდებიThe Hague University of Applied Sciences

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.


ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University

ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.


ვაიომინგის უნივერსიტეტი  (USA, Laramie, Wyoming)

ვაიომინგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ასევე ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.


კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)

კალიარის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ კალიარიში. 


პერუჯის უნივერსიტეტი (Italy, Perugia)

პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს იტალიიდან


ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)

ბრატისლავას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბრატისლავაში. 


დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)

დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.


ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)

ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.


ლევან ბუსქანძე

პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

ელ. ფოსტა:  l.buskandze@gipa.ge

მობ: +995 597 491 717

ლექტორები

ზურაბ აგლაძე

ზურაბ აგლაძე

კონფლიქტოლოგია და საქართველოს სამეზ ...

ჟანა ანთია

ჟანა ანთია

ასისტენტ-პროფესორი / სტატისტიკა

ლევან ასათიანი

ლევან ასათიანი

საზოგადოებრივი გეოგრაფია, საქართველ ...

ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი

დიადი წიგნები, რიტორიკა და კამათის ...

მზია გომელაური

მზია გომელაური

 პროფესორი / ეგზისტენციალური ფსიქოლ ...

ანა დიაკონიძე

ანა დიაკონიძე

ასოცირებული პროფესორი / სოციოლოგიის ...

ლევან დოლიძე

ლევან დოლიძე

ასოცირებული პროფესორი / პოლიტიკა, ძ ...

გიორგი თურქია

გიორგი თურქია

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრ ...

ირაკლი იმედაძე

ირაკლი იმედაძე

ფსიქოლოგიის საფუძვლები; ფსიქოლოგიის ...

მერაბ კაკულია

მერაბ კაკულია

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხე ...

გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძე

ლევან კოკაია

ლევან კოკაია

სამართლის საფუძვლები / ბიზნეს სამარ ...

ვახტანგ ლომჯარია

ვახტანგ ლომჯარია

ასისტენტ-პროფესორი / ეკონომიკის სა ...

ქეთევან მაისურაძე

ქეთევან მაისურაძე

თეონა მატარაძე

თეონა მატარაძე

ჯეფ მორსკი

ჯეფ მორსკი

ქეთი მუხიგული

ქეთი მუხიგული

ასოცირებული პროფესორი / პოლიტიკის თ ...

რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგიის საფუძვლები, პოლიტიკური ...

მარიამ სეხნიაშვილი

მარიამ სეხნიაშვილი

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგი ...

ელისაბედ სოფრომაძე

ელისაბედ სოფრომაძე

ასისტენტ პროფესორი / ადგილობრივი თ ...

თინათინ ქავთარაძე

თინათინ ქავთარაძე

აკადემიური წერა

თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალა ...

გიორგი შუბითიძე

გიორგი შუბითიძე

ასისტენტი / შესავალი სოციოლოგიაში

ნინო ჩარექიშვილი

ნინო ჩარექიშვილი

პროფესორი / აღმოსავლური ცივილიზაციე ...

ივანე ჩხიკვაძე

ივანე ჩხიკვაძე

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა

ნათია ჭიღვარია

ნათია ჭიღვარია

პროფესორი / სოციალურ მეცნიერებათა ს ...

ალექსანდრე ჭკუასელი

ალექსანდრე ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი / საჯარო პოლი ...

გოგი ხომერიკი

გოგი ხომერიკი

საზოგადოებრივი გეოგრაფია

ზაზა აბაშიძე

ზაზა აბაშიძე

პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრ ...

ადმინისტრაცია

ნესტან ციციშვილი

ნესტან ციციშვილი

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

ხათუნა ბერაია

ხათუნა ბერაია

სოცილურ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი

დაგვიკავშირდით

  • თბილისი, გორგასლის ქუჩა #101, მე-2 სართული.
  • s.chkheidze@gipa.ge