აკადემიური პერსონალი

ზვიად ბარქაია

ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: z.barkaia@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

ტროის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი. GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 

აქვს საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 6-ზე მეტწლიანი გამოცდილება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კურირებს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR), საჯარო პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგსა და შეფასების მიმართულებებს. 

ფლობს სწავლების 10 წლიან გამოცდილებას შედარებით პოლიტიკას, საჯარო პოლიტიკის ანალიზსა და პოლიტიკური ეკონომიკის მიმართულებით.  და ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებებით. ასევე უძღვება კურსებს ომსა და სტრატეგიაში და თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში. გახლავთ არა ერთი გაცვლითი პროექტის მონაწილე და სასწავლო გრანტის/სტიპენდიის მფლობელი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 

სასწავლო კურსები: 

  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი;
  • შედარებითი პოლიტიკა;
  • შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებებში;
  • საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა;
  • ომი და სტრატეგია;
  • თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა;

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

  • „მიზნობრივი სოციალური დახმარებების გავლენის შეფასება საქართველოში“(2020) Econometria Consultores S.A. 
  • „ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი“(2020) აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  • „საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეფასება“(2020) East West Management Institute.

კვლევითი ინტერესები: 

ცენტრალიზებული ეკონომიკური სისტემები; დემოგრაფია და საგარეო პოლიტიკა; საერთაშორისო ეკონომიკური სისტემები; მონეტარული პოლიტიკა;