პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / ასისტენტ-პროფესორი

მერაბ ანთაძე

პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: merab.antadze@gipa.ge

30 წლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება - ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების, ყოფილ საბჭოთა არეალში, ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესების კვლევისა და ანალიზის სფეროში.

2020 წლიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსთან არსებული დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარის რანგში - საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და მიმდინარე საერთაშორისო გამოწვევების შესახებ სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავება/წარმართვა.    

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის, ახალგაზრდა დიპლომატებისთვის, სტუდენტებისთბის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი და მრავალხმრივი დიპლომატიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით ლექცია-სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება.

კვლევები და პუბლიკაციები:

  • ’’ბაიდენ-პუტინის სამიტი ჟენევაში - სავარაუდო შედეგები’’ - (2021 წ);
  • ’’რუსეთის რევიზიონისტური საგარეო პოლიტიკის ევოლუცია დასავლეთთან ურთიერთობების ფონზე: განმაპირობებელი ფაქტორები და სამომავლო საფრთხეები’’ – (2022 წ);
  • ’’რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები და საომარი მოქმედებების შესაძლო განვითარების სცენარები’’ (2022 წ);
  • ’’ნიუ-დელიში ’’დიდი ოცეულის’’ ლიდერების სამიტის შემაჯამებელი დეკლარაციის სამხედრო პოლიტიკური ასპექტები’’ (2023 წ);
  • ’’რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი დაპირისპირების ფაზაში გადასვლისა და ღაზა(ჰამას)-ისრაელის ომის ფართომასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში გადაზრდის პერსპექტივები’’.