ლექტორები

გაიოზ (გია) ჯაფარიძე

გაიოზ (გია) ჯაფარიძე არის ყოფილი დიპლომატი. GIPA-ში კითხულობს სალექციო კურსს "საქართველოს პოლიტიკა და მმართველობა. არის საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში ბატონი ჯაფარიძე საქართველოს საგარეო საქმინისტროს წარმოადგენდა სხვადასხვა მრავალი სხვადასხვა მიმართულებით: საქართველოს საელჩოს საკონსულო ოფიცერი და მრჩეველი საბერძნეთის რესპუბლიკაში; მრჩეველი, ევროპის საქმეთა დეპარტამენტი, ბალკანეთის ქვეყნების სამმართველო; პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და მისიის მოადგილე; კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და თავმჯდომარე. ბატონი გია ჯაფარიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1996) და ათენის უნივერსიტეტის (2007) კურსდამთავრებულია. მისი ფორმალური სწავლება მოიცავს კლასიკურ ფილოლოგიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკურ თეორიას, საერთაშორისო სამართალს, ევროპულ ინტეგრაციასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას.