პროფესურა

ნათია კუტივაძე

ეკონომიკა და ფინანსები

ნათია კუტივაძე - ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სპეციალობით; კითხულობს სალექციო კურსებს ეკონომიკის და ფინანსების მიმართულებებში. ის ფლობს ეკონომიკის დოქტორის ხარისხს (მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იტალია) და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ასევე, საბანკო საქმის და ფინანსების მაგისტრის ხარისხს (მილანი, იტალია). ის იყო MIT-იტალიის გაცვლითი პროგრამის დოქტორანტი, მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტში (MIT, აშშ), ეკონომიკის სპეციალობით (2010-2011).
მას აქვს სამთავრობო სტრუქტურებში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის, ასევე, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის არის კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის და საქართველოს კანონის ,,კონკურენციის შესახებ’’(2014) პროექტის თანაავტორი. მას გამოცემული აქვს წიგნი ,,სახელმწიფო ვალი, ფინანსური განვითარება და ეკონომიკური ზრდა’’(Nova Science Publishers, Inc., NY, USA, 2013) და 20-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის და ანალიტიკური პუბლიკაციების ავტორია. ამავდროულად, ის არის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის(BEC) საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის კოორდინატორი და მონაწილეობს USAID, G4G პროექტის იმპლემენტაციაში საქართველოს პარლამენტში; არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია TNT-Fedex-ის მრჩეველი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ეკონომიკური ექსპერტი.