ადგილობრივი თვითმმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა მმართველობის სკოლის ერთადერთი სრულიად ქართულენოვანი პროგრამაა, რომელიც 2002 წლიდან ფუნქციონირებს. ეს პროგრამა ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში, რომელიც სწავლებას ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ ქვეყნის განვითარებისათვის თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმი უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების აღჭურვას იმ საჭირო უნარ-თვისებებით, რომელიც აუცილებელია ეფექტური გადაწყვეტილების მიღების, არსებული რესურსების სწორად მართვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის.



ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ:

  • საღამოს სწავლებას, დასაქმებული ადამიანებისთვის ქართულ ენებზე;
  • კვალიფიციურ და პრაქტიკოს ლექტორებს ადგილობრივ თვითმმართველობაში
  • ახალი კონტაქტების შეძენას პროფესიული საქმიანობისთვის;

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან სხვადასხვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში წამყვან პოზიციებზე.

მიზანი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), მმართველობის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველობის სპეციალისტების ჩამოყალიბება.

ასევე -  პროგრამის მონაწილეების აღჭურვა პოლიტიკური თანამდებობის პირის, მენეჯერისა თუ საჯარო მოხელისთვის იმ საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომელიც აუცილებელია ეფექტური გადაწყვეტილების მიღების, არსებული რესურსების სწორად მართვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულების წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და წარმომადგენლობით ორგანოში, ასევე ცენტრალური მმართველობის დონეზე. 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საჯარო მმართველობის მაგისტრი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის  სამაგისტო პროგრამის კურიკულუმი
(არჩევითი და სავალდებულო საგნები) 

 

დამატებითი ინფორმაცია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საჯარო მმართველობის მაგისტრი

სწავლების საფეხური - მაგისტრატურა

პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება

 

  • I -II სემესტრი - ძირითადი და არჩევითი საგნები
  • III სემესტრი : ძირითადი და არჩევითი საგნები/ ან გაცვილითი პროგრამით უცხოეთში წასვლა.  
  • IV სემესტრი - სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა
  • ლექციები -  საღამოს

 

სწავლების ენა:

  • ქართული;
  • ძირითადი სასწავლო მასალა ქართულ ენაზე;

პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისგან: 

 

სახელი და გვარი

სტატუსი

სასწავლო კურსი

1.       

ნანა მაჭარაშვილი

პროფესორი

· ადგილობრივი თვითმმართველობა და საჯარო მმართველობა

2.       

ელისაბედ სოფრომაძე

ასისტენტი

· ადგილობრივი თვითმმართველობა და საჯარო მმართველობა

3.       

სერგო ბირკაძე

მოწვეული ლექტორი

· სამართლის საფუძვლები

4.       

ალექსანდრე სვანიშვილი

პროფესორი

· მუნიციპალური სამართალი

5.       

თამარ კობერიძე

მოწვეული ლექტორი

· არამომგებიანი და საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტი

6.       

მამუკა მახათაძე

მოწვეული ლექტორი

· არამომგებიანი და საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტი

7.       

გიორგი ბაქრაძე

მოწვეული ლექტორი

· ეკონომიკის პრინციპები

8.       

ანა გორგოძე

ასისტენტი

· საჯარო გამოსვლები/პრეზენტაციის უნარები

9.       

ლევან ზარდალიშვილი

მოწვეული ლექტორი

· საჯარო გამოსვლები/პრეზენტაციის უნარები

10.     

ნინო ივანიშვილი

მოწვეული ლექტორი

· საჯარო გამოსვლები/პრეზენტაციის უნარები

11.     

ჟანა ანთია

ასისტენტი

· სტატისტიკა საჯარო მოხელეებისთვის

12.     

ცისანა ხუნდაძე

ასოცირებული პროფესორი

· სტატისტიკა საჯარო მოხელეებისთვის

13.     

მარიამ სეხნიაშვილი

ასისტენტ პროფესორი

· აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები

14.     

ნინო ანთაძე

ასოცირებული პროფესორი

· აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები

15.     

ელენე ცხაკაია

მოწვეული ლექტორი

· საჯარო ფინანსები/საგადასახადო პოლიტიკა

16.     

თინათინ კახიანი

მოწვეული ლექტორი

· პროექტის მართვა

17.     

ცირა ელისაშვილი

პროფესორი

· კულტურული მემკვიდრეობა და ქალქის პოლიტიკა

18.     

ნინო ლოლაძე

ასისტენტი

· ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება

19.     

ირაკლი გოხელაშვილი

მოწვეული ლექტორი

· მუნიციპალური სერვისების მართვა

20.     

ანა მარგველაშვილი

მოწვეული ლექტორი

· მუნიციპალური სერვისების მართვა

21.     

თეა ლოლაძე

მოწვეული ლექტორი

· რეგულირების გავლენის შეფასება

22.     

ნანა მაჭარაშვილი

პროფესორი

· საჯარო პოლიტიკის ანალიზი

23.     

გელა კვაშილავა

მოწვეული ლექტორი

· საზოგადოებრივი ტრანსპორტის მენეჯმენტი

საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე ერთადერთი და უნიკალური ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ  გაიღრმავონ ცოდნა საჯარო მმართველობის  მიმართულებით.

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო

სამაგისტრო გამოცდები. 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, GIPA-

ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა უფასო სწავლის უფლებას მიანიჭებს 3

საუკეთესო სტუდენტობის კანდიდატს.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 1 აგვისტოდან  12 სექტემბრის ჩათვლით:

》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის

შიდა საუნივერსიტეტო პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

  • დოკუმენტაციის ანალიზი: ამ ეტაპზე ხდება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საერთო სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელიც მოიცავს აპლიკანტის პროფესიული ბიოგრაფიის შეფასებას;
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან, სადაც   შეფასდება აპლიკანტის ცოდნა და მოტივაცია.

პირველკურსელთა რეგისტრაცია

 

მმართველობის სკოლა: თბილისი, იეთიმ გურჯის ქ. #9

 

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

 სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.

შიდასაუნივერსიტეტი გამოცდის ქულების გადანაწილება:

გასაუბრება: 100 ქულა

გასაუბრება:  7-8  სექტემბერს 

სწავლა დაიწყება: 18 სექტემბერს 

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, არაუგვიანეს 2023 წლის 16 სსექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური სწავლის საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას.

სწავლის ღირებულება

პროგრამა  ორწლიანია და ერთი წლის საფასური შეადგენს 3950 ლარს. თანხის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.

პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში. 

დაფინანსება

საჯარო მმართველობის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7900 ლარს შეადგენს.

 

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:



ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა

2 წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე

7900 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

987,5

ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა

2 წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების

შემთხვევაში

7900-4500=3400 ლარი

3 საუკეთესო აპლიკანტი ისარგებლებს სრული საუნივერსიტეტო ფინანსური მხარდაჭერით




ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

425 ლარი



 

საბანკო რეკვიზიტები

სს „ თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

პარტნიორი უნივესიტეტები:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში საჯარო მმართველობის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი:

1. პარტნიორობა ვროცლავის უნივერსიტეტთან (პოლონეთი)

GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ ორმაგ ხარისხს ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად, საჯარო მმართველობასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში:

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)
პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში (University of Wroclaw, Poland)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

2. პარტნიორობა ზალცბურგის უნივერსიტეტთან (ავსტრია)

„Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ გაცვლით პროგრამას ზალცბურგის უნივერსიტეტთან ერთად, საჯარო მმართველობასა და ევროკავშირის მცოდნეობაში :

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)
პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

3. პარტნიორობა ბოკონის მენეჯმენტის სკოლასთან (იტალია)

ორმაგი ხელშეკრულების ფარგლებში, GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ ორმაგ ხარისხს ბოკონის უნივერსიტეტთან ერთად, საჯარო მმართველობაში:

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - Bocconi School of Management (იტალია)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)
პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (Bocconi, Italy)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

4. პარტნიორობა. ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)

 GIPA-ს და  ჰამბურგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა  მესამე სემესტრში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრონ  ჰამბურგი უნივერსიტეტში

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ჰამბურგი უნივერსიტეტი IV სემესტრი - GIPA (საქართველო)

პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ცირა ელისაშვილი

პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: ts.elisashvili@gipa.ge

მობ: +995 599 706 377

ლექტორები