გამოცდილების მოკლე აღწერა
საჯარო მმართველობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კონსულტანტი და მენეჯერი 15-ზე მეტწლიანი გამოცდილებით. მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დონორებთან, აკადემიურ დაწესებულებებთან, საკონსულტაციო კომპანიებთან, მედიასთან და უშუალო ბენეფიციარებთან. ფლობს კონსულტირების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების 10 წლიან გამოცდილებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საჯარო მმართველობის, მათ შორის ღია მმართველობისა და ელექტრონული მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებებით. ამავე დროს, აქვს სოლიდური გამოცდილება საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) კონსულტაციისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპის კოლეჯის მაგისტრის ხარისხს ევროკავშირის დიპლომატიაში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს საჯარო მმართველობაში. გახლავთ 30-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. აქვს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის საკითხებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. გახლავთ არა ერთი გაცვლითი პროექტის მონაწილე და სასწავლო გრანტის/სტიპენდიის მფლობელი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
სასწავლო კურსები:
- საჯარო პოლიტიკა და მმართველობა;
- ღია მმართველობა და ელექტრონული მმართველობა.
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- გოგიძე, შალვა (ლაშა)., 2021. „ღია მმართველობის პრაქტიკის თავისებურებანი ადგილობრივ დონეზე საქართველოში“. გამომცემლობა „მერიდიანი“.
- Gogidze, Shalva (Lasha)., 2020. Ensuring the Protection of Whistleblowers in Public Administration: The Experience of Georgia. Journal of Public Administration and Governance, Vol. 10, No. 4, Macrothink Institute.
- გოგიძე, შალვა (ლაშა)., 2019. „სადაზვერვო საქმიანობის როლი სახელმწიფო მართვაში: დიპლომატიური და აგენტურული დაზვერვა“. სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება“, 3 (51), 5-15.
- გოგიძე, შალვა (ლაშა).,2019. „ღია მმართველობა, ელექტრონული მმართველობა და საჯარო სერვისები: საქართველოს გამოცდილება“. სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება“, ტომი #2, 1 (49), 5-15.
პროექტები:
- 2023-2024 - ერაზმუს + სასწავლო გეგმის შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პოლიტიკურ მეცნიერებაში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამისთვის;
- 2023-2024 - GIPA-ს მცირე კვლევითი საგრანტო პროექტი კვლევითი სტატიის მომზადებისთვის „სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის თანამშრომლობის დინამიკა უკრაინაში რუსეთთან ომის მიმდინარეობისას“.
კვლევითი ინტერესები:
საჯარო პოლიტიკა და მმართველობა: ღია მმართველობა და ელექტრონული მმართველობა; დეცენტრალიზაცია; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; კარგი მმართველობა და ანტიკორუფციული პოლიტიკა.