ქეთევან რუხაძე
სოფლის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე/ ენერგომენეჯმენტის პროგრამის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი/ პროფესიული მასწავლებელი
ელფოსტა: k.rukhadze@gipa.ge
საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, მაგისტრის ხარისხით ვეტერინარიაში. სერტიფიცირებული ზოგადი მენეჯერი. აქვს პროექტების კოორდინაციის და მართვის 14 წლიანი, უწყვეტი სამუშაო გამოცდილება. საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სოფლის მეურნეობა, ცხოველთა ჯანმრთელობა და სოფლის განვითარება. ასწავლის და პოპულარიზებას უწევს ერთიანი ჯანმრთელობის ინიციატივებს, გარემოსდაცვითი კონსერვაციის მიდგომებსა და სამეწარმეო საქმიანობას, GIPA-ს სოფლის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტში. აქვს გამოყენებითი კვლევების დაგეგმვის, განხორციელებისა და შედეგების ანალიზის გამოცდილება. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მონაწილეობა მიუღია რამდენიმე გაცვლით, სასწავლო ვიზიტში და არის არაერთი სტიპენდიის მფლობელი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმღვანელის მოადგილის, ენერგომენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის ადმინისტრაციული ხელმღვანელის და პროფესიული მასწავლებლის პოზიციებს იკავებს. ასევე, კითხულობს კურსს- „მენეჯმენტი კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“ ადგილობრივი თვითმართველობისა და საჯარო მართველობის სამაგისტრო პროგრამებზე.
სასწავლო კურსები:
- მეწარმეობა
- მენეჯმენტი კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
კვლევები და პუბლიკაციები :
- ჯილეხთან და ცხოველის მოვლასთან დაკავშირებული ცოდნა, დამოკიდებულებები და პრაქტიკა: შემთხვევა-კონტროლის კვლევა საქართველოში. PLoS ONE. გამოქვეყნებულია: 2019 წლის 18 ოქტომბერი. საძიებო ბმული: https://doi.org/10.1371/journal.pone.0224176
- რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ჯილეხის ეპიდემიის გავრცელებასთან მეცხოველეობაში, საქართველოში: შემთხვევა-კონტროლის კვლევა 2013-2015 წ. PLoS ONE. გამოქვეყნებულია: 2 მაისი, 2019 წ. საძიებო ბმული: https://doi.org/10.1371/journal.pone.0215228
პროექტები:
- 2024-დღემდე პროექტის შეფასების და მონიტორინგის სპეციალისტი- კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემთა მდგრადობის გაძლიერება ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გზით
- 2023-2024 პროექტის კოორდინატორი- განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით IV - V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და სასერტიფიკატო ტრენინგ კურსების შემუშავება, განხორციელება და ინსტიტუციონალიზება GIPA-ში
- 2021-2023 პროექტის კოორდინატორი- გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრირება რეგიონულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში.
- 2018-2020 პროექტის ფინანსური მენეჯერი- სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით
- 2016-2021 პროექტის კოორდინატორი- მეურნეობის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში, ENPARD II.
- 2015-2017 პროექტის კოორდინატორი - თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში, ENPARD I.
- 2015-2016 ექსპერტ-ვეტერინარი - ვეტერინარული სერვისების დანერგვა თუში მეცხვარეებისათვის.
- 2012-2017 ვეტერინარი ოფიცერი- ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა საქართველოში.
კვლევითი ინტერესები:
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის შრომის უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობის საფრთხეები საქართველოში. რეგიონული განვითარება. ერთიანი ჯანმრთელობა. მეწარმეობა.
