აკადემიური პერსონალი

დავით ჯანდიერი

პროფესორი

ელფოსტა: d.jandieri@gipa.ge

დავით ჯანდიერი არის იურისტი, სამართლის დოქტორი (PhD) და პროფესორი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, სასამართლო ინსტიტუტებისა და საჯარო მმართველობის სფეროში.

2012–2013 წლებში იგი იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, სადაც კურირებდა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და საქართველოს ეროვნულ არქივს.

აქვს სტრატეგიული სამართალწარმოების მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR), მათ შორის საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. 2022–2024 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის (GDI) საერთაშორისო სამართალწარმოების მიმართულებას.

ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC) სამართლის უზენაესობის ცენტრს, სადაც ახორციელებს პოლიტიკის პრაქტიკულ ანალიზს და აწვდის ექსპერტულ ბრიფინგებს დიპლომატიურ მისიებსა და ინსტიტუციურ აქტორებს სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი განვითარების საკითხებზე.

დავით ჯანდიერი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორის (PhD) ხარისხს და სტრასბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ევროპულ სამართალსა და ადამიანის უფლებებში.