თამარ ჩხაიძე
ელფოსტა: t.chkhaidze@gipa.ge
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სადოქტორო კვლევის ფარგლებში იმყოფებოდა კვლევითი ვიზიტით სემიოტიკური კულტურული ფსიქოლოგიის დამფუძნებელთან, იან ვალსინერთან, დანიაში, აალბორგის უნივერსიტეტში. 2017 წლიდან მოწვეული ლექტორი GIPA-ში. ლექტორობის 8 წლიანი გამოცდილების ფარგლებში თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტსა და სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან. აქვს მკვლევრის სამუშაო გამოცდილება (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). ასევე, ანალიტიკურ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება როგორც საჯარო უწყებებში (სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; გენერალური პროკურატურა) ისე კერძო კორპორაციაში (თიბისი ბანკი, გენდერისა და მრავალფეროვნების სპეციალისტი). მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო პროექტში, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში.
სასწავლო კურსები:
- აკადემიური წერა, კვლევის დიზაინი და მეთოდები ფსიქოლოგიაში
- რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი SPSS-ის საშუალებით I
- რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები
- შესავალი ფსიქოლოგიაში
- ექსპერიმენტული ფსიქოლოგია
- ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
კვლევები და პუბლიკაციები:
- Chkhaidze, T., & Surmanidze, L. (2020). Culture and Individual Action: Rebuilding the Broken Dialog between Anthropology and Psychology. Human Arenas, 3, 421-434.
- Chkhaidze, T., Chubinidze, D., & Gegenava, E. (2019). Fatalism–Georgian Cultural Model. Prizren Social Science Journal, 3(3), 41-52.
- ბანძელაძე, თ. და ჩხაიძე, თ. (2015) სტიგმის უარყოფითი გავლენა აკადემიურ მიღწევებზე ეთნიკურ უმცირესობებში; უნივერსიტეტის გამომცემლობა.
პროექტები:
- „ბედისწერა -ქართული კულტურული მოდელი“; PhDF_18_1222; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი (2018-2019);
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ქორწინების ქართული კულტურული მოდელი"; ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო პროგრამის სამეცნიერო- კვლევითი პროექტის გრანტი (2016)
- ბიოსამედიცინო კვლევებში ცხოველთა გამოყენების ეთიკური ასპექტები: დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2016)
- პროექტის -„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები - საზოგადოების განუყოფელი და პატივსაცემი ნაწილი“ - საბოლოო შეფასება (2014)
- PH International (ადრე ცნობილი, როგორც “პროექტი ჰარმონია“) USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) დაფინანსებით განხორციელებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური და საბოლოო შეფასება (2014)
- შვეიცარიის აკადემიური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტი -“Adolescent Identity Formation: Globalization versus Localization “ (2013)
- აუტისტური სპექტრის დარღვევების სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის PEP-3 ადაპტაცია (2013)