შალვა ლაზარიაშვილს 2018 წელს მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი (PhD) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემულ მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართალსა და ურთიერთობებში (1999). დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით. 2022-2023 წწ დაამთავრა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯი (Post-doctoral studies) „საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის “ მიმართულებით.
სხვადასხვა პერიოდში მას გავლილი აქვს ტრენინგები და დამატებითი სასწავლო კურსები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკური ფილოსოფია, მსოფლიო პარლამენტარიზმი, შრომითი სფეროს საერთაშორისო სტანდარტები, საჯარო სამსახურის კანონმდებლობა და ა.შ. გააჩნია საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, აგრეთვე გამოქვეყნებული აქვს მრავალი საგაზეთო სტატია და ანალიტიკური პუბლიკაცია.
სადოქტორო ნაშრომი - „საჯარო სამსახურის ეთიკა და სამსახურებრივი ეთიკის დაცვის უახლესი ტენდენციები საქართველოში“
გამოქვეყნებულ შრომები:
- „საჯარო სამსახურში საჩუქრის სამართლებრივი რეგულირების გამოწვევები თანამედროვე ქართულ კანონმდებლობაში“, 2023;
- „პროფესიული ეთიკის კოდექსები და მათი გამოყენების მნიშვნელობა“, 2018;
- „სამთავრობო ეთიკის ოფისის როლი აშშ-ს საჯარო სამსახურის ეთიკის დაცვის ფედერალურ სისტემაში“ 2017;
- „მამხილებელთა ინსტიტუტი და „Whistleblower“-თა დაცვის თანამედროვე მექანიზმები“, 2015;
- „აგრემანის პრინციპი და მისი გაცემის პრეცედენტული პრაქტიკა“, 2015;
- „რელიგიური სახის დანაშაულებანი ძველი ქართული საერო სამართლის ძეგლების მიხედვით“, 2014.