მედიცინის აკადემიური დოქტორი. უეიქ ფორესტის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინსტრირების მაგისტრი. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საჯარო, კერძო და არამომგებიანი ორგანიზაციების მენეჯმენტს უკავშირდება, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას მოიცავს. აქვს ოცდახუთ წლიანი გამოცდილება პროექტების მართვასა და კვლევაში და გახლავთ 15-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. ფლობს კონსულტირების და მენეჯმენტის ტრენინგების ჩატარების 22 წლიან გამოცდილებას, აგრეთვე, სწავლების 21 წლიან გამოცდილებას საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებებით. ამავე დროს, სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო სხვადასხვა ბიზნეს, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მოამზადა მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის (ADB), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული 114 პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება (გზების, სკოლების, წყალმომარაგება-წყალარინების და გაზმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, ჯანდაცვის რეფორმა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.).
სასწავლო კურსები:
- საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტი;
- ლიდერობა;
- კლინიკის მენეჯმენტი.
კვლევები და პუბლიკაციები:
- ავტორთა ჯგუფი (თანაავტორი), საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება 2022, შვედეთის მთავრობის განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში;
- The Cost of Coastal Zone Degradation in Georgia https://openknowledge.worldbank.org/server/api/core/bitstreams/8fa045ea-5e11-5006-99d4-403f365b7188/content
კვლევითი ინტერესები:
- ორგანიზაციების მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილება
- ორგანიზაციების მენეჯმენტის პრაქტიკა საქართველოში