ჯიპას სამართლის საბაკალავრო პროგრამა 2013 წელიდან ფუნქციონირებს. იგი
წარმოადგენს საქართველოში იურიდიული განათლების მიღების ახალ შესაძლებლობას.
საბაკალავრო პროგრამა იმ დისციპლინების ერთობლიობაა, რომელიც სტუდენტს აძლევს თეორიული განათლებისა და პრაქტიკური უნარების აუცილებელ კრებულს. ამგვარი სინთეზი ადექვატურად აისახა საბაკალავრო პროგრამის პროფესორ-მასწავლებელთა გუნდზე. ეს უკანასკნელი მოიცავს იურიდიული პროფესიების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს, მათ შორის თეორიული მეცნიერების ცნობილ მოღვაწეებს, წარმატებულ პრაქტიკოს იურისტებს, არასამთავრობო და არასამთავრობო სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს.
ჯიპას პროგრამა უზრუნვეყოფს სტუდენტის მიერ სამართლებრივი ტექნიკის ფუნდამეტური მეთოდებისა და სამართლებრივი არგუმენტაციის პრინციპების, ასევე სამართლის ღირებულებითი და ეთიკური საფუძვლების შესწავლას. ამავდროულად, სწავლების სოკრატისეული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტის მიერ სამართლებრივი საკითხების კარგად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას, სამართლებრივი არგუმენტების ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ეროვნულ სამართალზე. სავალდებულო საგნებთან ერთად, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს არასავალდებულო საგნები საერთაშორისო, სისხლის, საჯარო და კერძოს სამართლის სფეროებიდან. ამასთან ერთად, პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინგლისურენოვან არჩევით საგნებს. აღნიშნული საგნების უკეთ დაუფლების მიზნით, კურსი ითვალისწინებს ინგლისური ენისა და იურიდიული ინგლისურის გაძლიერებულ სწავლებას. პროგრამის ნაწილია ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლის მეცნიერებასთან ახლო მდგომი ან ფუნქციურად დაკავშირებული არაიურიდიული დისციპლინების შესწავლას.
პროგრამის მიზანი:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
კურიკულუმი
მიღების წინაპირობები
სამართლის საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები ( მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის ):
ნებისმიერი არჩევითი საგანი
პირველკურსელთა რეგისტრაცია
ხელშეკრულების გაფორმება:
მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლ
სამართლის და პოლიტიკის სკოლა: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. #1/პეკინის გამზირი #42ა
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).
სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.
თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)
ანგარიშის ნომერია:
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
სწავლის ღირებულება
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4500 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.
ის აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებენ 100% -იან გრანტს და ჩაირიცხებიან GIPA-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტის გარდა მოიპოვებენ საუნივერსიტეტო გრანტს 2250 ლარის ოდენობით და ისწავლიან სრულიად უფასოდ 4 წლის განმავლობაში.
*სტუდენტს შიდა დაფინანსება შეუნარჩუნდება იმ შემთხვევაში თუ მისი GPA იქნება 3.5 ან მეტი.
პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალში
პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა |
1 წლის სწავლის ღირებულება |
სახელმწიფო გრანტის (100%;70%;50%) მოპოვების |
50% გრ. შემთხვევაში
4500 - 1125 (50%) - 1000 (GIPA) = 2375 ლარი
70% გრ. შემთხვევაში
4500 - 1575 (70%) - 1000 (GIPA) = 1925 ლარი
100% გრ. შემთხვევაში
4500 - 2250 (100%) - 2250 (GIPA) = 0 ლარი
|
Karl-Franzens University of Graz
1585 წელს დაარსებული გრაცის უნივერსიტეტი ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის უმსხვილესია. მას 21 000-ზე მეტი სტუდენტი და 3000 თანამშრომელი ყავს. უნივერსიტეტს 40-ზე მეტი ბაკალავრის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა აქვს.
Carl von Ossietzky University Oldenburg
უნივერსიტეტი ერთ-ერთი ახალგაზრდა ინოვაციური გერმანული უნივერსიტეტია, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის საპილოტო უნივერსიტეტების ბაკალავრის და სამაგისტრო პროგრამების დანერგვაში. უნივერსიტეტს დაახლოებით 11 000 სტუდენტი ყავს და კარგად აღჭურვილი დაწესებულება, რომელიც შედგება ხუთი ფაკულტეტისგან: 1) განათლება და სოციალური მეცნიერება, 2) კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სამართალი, 3) ენათმეცნიერება და კულტურათშორისი კვლევები, 4) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები მათემატიკა და მეცნიერება.
University of Alicante
ალიკანტეს უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს. იგი სტუდენტებს თავაზობს ორმოცდაათზე მეტ პროგრამას. უნივერსიტეტს ყავს 30 000 სტუდენტი. მისი ინტერესის სფეროა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში უნივერსიტეტის მენეჯმენტის პერსონალის გადამზადება ტრენინგებით.
World University Service - Austrian Committee
World University Service - Austrian Committee - არის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობას აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის საფუძველზე.
Erevan State University
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი სომხეთში ყველაზე ძველი საჯარო უნივერსიტეტია რომელიც დაარსდა 1919 წელს, ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტი ქვეყანაში. იგი არაფორმალურად ცნობილია როგორც, სომხეთის "დედა უნივერსიტეტი"
Russian-Armenian University
რუსულ-სომხური უნივერსიტეტი 1997 წელს რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს. ის გთავაზობთ ბაკალავრიატის, სამაგისტრო, სხვადასხვა კურსებსა და სასწავლო პროგრამებს. რუსულ-სომხურ უნივერსიტეტს დაახლოებით 2500 სტუდენტი, 350 მოწვეული ლექტორი, 35 პროფესორი და 5 აკადემიკოსი ჰყავს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს იღებენ რუსულ და სომხურ დიპლომებს ევროპული დანამატით.
Qafqaz University
უნივერსიტეტი 1993 წლიდან სწავლის უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს თავისი მოსწავლეებისათვის აზერბაიჯანში და 1996 წლიდან დღემდე უმაღლესი ხარისხის კერძო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ცდილობს თითოეული სტუდენტის სპეციალური ნიჭის განვითარებას. ენის სწავლება უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია
Tbilisi State University
1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.
Troy University
ტროის უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალმხრივ საჯარო უნივერსიტეტს, რომელიც მდგომარეობს ალაბამაში, აშშ. 1887 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 18 000 სტუდენტს აშშ-ს 17 შტატიდან და 11 ქვეყნიდან.
Wroclaw University
ვროცლავის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვროცლავში, პოლონეთი. ვროცლავის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან მათ შორიქ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აქტიური პარტნიორია.
Michigan State University
მიჩიგანის სახელმწიფო უნვერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს მიჩიგანში, აშშ. 1855 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 50 000 ზე მეტ სტუდენტს აშშ-დან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) The Hague University of Applied Sciences
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University
ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.
მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი)
ყოველწლიურად სამართლის პროგრამის 2 სტუდენტი (ერთი ბაკალავრიატიდან და ერთი მაგისტრატურიდან) ერთ სემესტრს ატარებს მასარიკის უნივერსიტეტში უფასოდ. გარდა ამისა, მასარიკის უნივერსიტეტში რეგულარულად კითხულობენ ლექციებს GIPA-ს სამართლის პროგრამის პროფესორები. ასევე, მასარიკის უნივერსიტეტიდან ჯიპაში ყოველწლიურად იგზავნება ორი სტუდენტი.
კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)
კალიარის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის სექტემბერში. უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ კალიარიში ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).
პერუჯის უნივერსიტეტი (Italy, Perugia)
პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს იტალიიდან
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.
UC Leuven Limburg -ის უნივერსიტეტი
UC Leuven-Limburg არის სიდიდით მეორე გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი ბელგიაში, სადაც დაახლოებით 15,000 სტუდენტია და 2,000 პროფესორი. დაწესებულებას აქვს 9 სხვადასხვა კამპუსი, რომლებიც განლაგებულია ქალაქ ლეუვენსა და ჰასელტს(ლიმბურგი) შორის. ლეუვენ-ლიმბურგი ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებასა და გამოყენებებით კვლევებზე.
UC Leuven Limburg-თან აკადემიური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით,
თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნეს მენეჯმენტი, კომუნიკაცია, სამართალი;
პასაუს უნივერსიტეტი
პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
ფლორენციის უნივერსიტეტი
ფლორენციის უნივერსიტეტის წარმოშობა თარიღდება 1321 წელს ფლორენციის
რესპუბლიკის მიერ დაარსებული Studium Generale-ით. ფლორენციის უნივერსიტეტი
არის იტალიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ცენტრი კვლევისა და
უმაღლესი განათლების მიმართულებით. მასში დასაქმებულია 1,800 ლექტორი და
სამეცნიერო პერსონალით, 1,600 ტექნიკური . და ადმინისტრაციული პერსონალი და
1600-ზე მეტი მკვლევარი ასისტენტი და დოქტორანტი.
კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
2022 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს
შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში,
ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში
სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
რომის საპიენცის უნივერსიტეტი
დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
ოსტრავას უნივერსიტეტი
ოსტრავას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ
ოსტრავაში, მორავია-სილეზიის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკა. იგი დაარსდა 1991
წელს, წარმოადგენს უახლეს საჯარო უნივერსიტეტს ოსტრავაში. იგი შედგება ექვსი
ფაკულტეტისა და ორი ინსტიტუტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ
საუნივერსიტეტო განათლებას.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა; სამართალი;
კორდობას უნივერსიტეტი
კორდობას უნივერსიტეტი დაარსდა 1972 წელს, ქ. კორდობაში, ანდალუსია, ესპანეთი. ის გთავაზობთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში, ჯანმრთელობის მეცნიერებებში, ბუნებისმეტყველებასა და ინჟინერიაში. UCO ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა; განსხვავება, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდება „რაბანალესის 21 სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკისა“ და „მაიმონიდესის ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტის“ შექმნით. UCO არის საერთაშორისო ლიდერი სოფლის მეურნეობის სფეროში.
GIPA-სა და კორდობას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2019 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია; სამართალი;
ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი
EHU არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ჰუმანიტარული და ლიბერალური ხელოვნების მეშვეობით. EHU-ში განათლება იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე სტუდენტების ჩართულობა საგნებსა და დისციპლინებში. უნივერსიტეტის ვილნიუსის ძველ ქალაქში მდებარეობის, რისი წყალობითაც, EHU მაქსიმალურად ზრდის სტუდენტების შემოქმედებით და აკადემიურ პოტენციალს, ხელს უწყობს ევროპულ ღირებულებებს, აკადემიურ სრულყოფილებას და კრიტიკულ აზროვნებას.
2022-2024 წწ. GIPA-სა და EHU-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის სფეროები: ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებები და ხელოვნება. სამართალი;
ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.
აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
ტროის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სამეცნიერო ჟურნალი Journal of Politics and Democratization (JPD).
პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის ჟურნალი წარმოადგენს ახალ, ინტერდისციპლინარულ, რეცენზირებად ონლაინ ჟურნალს.
მისი ძირითადი გეოგრაფიული ფოკუსი მოიცავს ევროპას, რუსეთს და კავკასიის რეგიონს, ასევე კვლევებს, რომლებიც სხვა გეოგრაფიულ არეალებზე ფოკუსირდებიან და ნაშრომებს, რომლებიც სპეციფიურ ინდივიდუალურ ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს ან შედარებით/გლობალურ ანალიზზეა კონცენტრირებული.
ონლაინ ჟურნალის ვებ მისამართია: https://gipa.ge/JPD/?page=home
ნატალია მაკარიძე
სამართლის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი
ელ. ფოსტა: n.makaridze@gipa.ge
მობ: 577 22 80 75
ანა ლომთაძე