ლექტორები

ნინო გოგელაშვილი

გამოცდილება:

1998-2003 წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

2015 - წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი

2000-2004 წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში სპეციალისტად.

2004-2010 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, მრჩეველი.

2010- 2011 წწ.  - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, პროექტების მართვის, მენეჯერი.

2011 - 2012 წწ. - აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

2012 -2014 წწ. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი.

2014 წლიდან - დღემდე  აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის უფროსად.

მოქმედი სამსახური: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის უფროსი

ნინო გოგელაშვილი არის პროფესიით იურისტი დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.  ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის  დოქტორანტი;   2000 წლიდან მუშაობს იუსტიციის სისტემაში, აღსრულებაში იგი მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე. 2014 წლიდან კი არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის უფროსი. ეწევა  პედაგოგიურ საქმინობას,  ამასთან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულა და ტარდება არა ერთი  სემინარი და ტრენინგი. ტრენერების ტრენინგი და პედაგოგიური მეთოდების შემსწავლელი კურსი გავლილი აქვს საფრანგეთში.  საფუძვლიანად იცნობს საქართველოს სააღსრულებო სისტემას, ასევე სააღსრულებო სისტემის გაცნობის მიზნით იმყოფებოდა არა ერთ ქვეყანაში. ( მათ შორის შვედეთში, საფრანგეთში, ფინეთში, ესტონეთში, პორტუგალიაში.)