ნატალია მაკარიძე - GIPA-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორია.
ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო
ურთიერთობებში. ამჟამად ნატალია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.
2017 წელს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მონაწილეობდა სტაჟირების პროგრამაში.
2020 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, სადაც
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიცია ეკავა.
GIPA - ს გუნდს შემოუერთდა 2021 წლის აგვისტოში.