თინათინ ერქვანია
სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
ელფოსტა: tinatin.erkvania@gipa.ge
დაასრულა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი (2002-2006 წწ.) და მაგისტრატურა (2007-2009 წწ.). სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტისა (2007 წ.), ასევე, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტებზე. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე დაასრულა მაგისტრატურა (LL.M – 2008-2010 წწ.), აგრეთვე, დაიცვა დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით (PhD in Law, 2011-2016 წწ.).
აკადემიური და პროფესიული გამოცდილება:
2007-2010: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის იურისტი;
2010-2011: სსიპ კონსტიტუციონალიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი;
2015-2016: იურიდიული კომპანიის - Hengeler Mueller (ბერლინის ბიურო), მეცნიერ-თანამშრომელი საკონსტიტუციო სამართლისა და საჯარო ეკონომიკური სამართლის მიმართულებით;
2017-2018: საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
2019: შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი;
2017 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის: GIPA, თსუ, საქართველოს უნივერსიტეტი, etc.
2018 წლიდან GIPA-ის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით;
2018 წლის ნოემბერი: მასარიკის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა;
2020 წლიდან GIPA-ის სამართლისა და პოლიტიკოს სკოლის ბაზაზე არსებული ცენტრის ხელმძღვანელი - „სამართლისა და საზოგადოების კვლევის ცენტრი გლობალურ კონტექსტში“;
2021-2022 ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული მკვლევარი.
სტიპენდიები და ჯილდოები:
გერმანული Zeit Stiftung-ის სტიპენდიანტი (2007);
გერმანული აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი (2008-2009);
კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი (2011-2015);
DAAD-ის და რუსთაველის ფონდის ერთობლივი პროგრამის (DAAD/Rustaveli Joint Fellowship Program) ორგზის სტიპენდიანტი (2019 წ. და 2021 წ.);
ბერლინის პარლამენტის სტიპენდიანტი (2021-2022 წწ.).
კვლევები და პუბლიკაციები:
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები ელექტრონული ვაჭრობის სფეროში და შესაბამისი ქართული კანონმდებლობა, მართლმსაჯულება და კანონი, 2011 წ.
- ადამიანის უფლებები ჰორიზონტალურ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, მართლმსაჯულება და კანონი, 2011 წ.
- სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების სამართლებრივი კონტექსტი - ქართული მოდელი: მოკლე შედარებითსამართლებრივი მიმოხილვა ევროპული კავშირის მაგალითზე, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, VI, 2013. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- ,,სახელისუფლებო შტოების ურთიერთობის სპეციფიკა 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე: არსებითი პრობლემები”, სტატიათა კრებულში - სუპერსაპრეზიდენტოდან საპარლამენტომდე: საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში, 2013; პუბლიკაცია გამოიცა კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის - "სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი", მხარდაჭერით.
- საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის (საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსი) კომენტარის ავტორი პუბლიკაციაში: „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”, თბილისი, 2013; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი.
- თანაავტორი სახელმძღვანელოსი: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი”, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის პუბლიკაცია. პირველი გამოცემა გამოიცა 2013 წელს (აქტუალური მე-4 გამოცემა გამოიცა 2016 წელს).
- მონოგრაფია (დისერტაცია) გერმ. ენაზე: “Verfassung und Verfassungsgerichtsbarkeit in Georgien” („კონსტიტუცია და საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში“), გამომცემლობა Nomos, ბადენ-ბადენი, 2017; პუბლიკაცია წარმოადგენის ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2016 წელს დაცულ დისერტაციას.
- ,,კონკრეტული საკონსტიტუციო კონტროლის ხარვეზები საქართველოში - ე.წ. „რეალური” კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში ინტეგრირების შესახებ”, სტატიათა კრებულში, თსუ, რედ. კ. კორკელია, 2018 წ.; სტატიათა კრებული ეძღვნება 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმას.
- რელიგიური გაერთიანებების თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფა სეკულარიზმის პრინციპის იდენტიფიცირების გარეშე? საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტუალური მართლმსაჯულება, სტატიათა კრებულში, თსუ, კ. კორკელია (რედ.), 2019 წ.
- საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების კონსტიტუციური სტატუსი და მათი რეგულირების უკანასკნელი მცდელობები, პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის ჟურნალი (GIPA), ინგლ. ენაზე, 2021 წ.
კვლევითი ინტერესები: სამართლის თეორია, სამართლის ფილოსოფია, საკონსტიტუციო სამართალი, შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, საერთაშორისო საჯარო სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი, ევროპის სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საჯარო ეკონომიკური სამართალი, ინტერნეტი და კონსტიტუციონალიზმი.