ზაზა მეიშვილი
ელფოსტა: zazam@mail.ru
ზაზა მეიშვილი
ზაზა მეიშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია. ის არის სამართლის დოქტორი. ის ასევე ფლობს აშშ-ის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს (LL.M Education in U.S. International and Transnational Law (IIT, Chicago-Kent College of Law, Chicago, USA)).
2016 წლიდან დღემდე, ზაზა მეიშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი. 2006 წლიდან დღემდე, ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი. 2006-2016 წლებში ის იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი, ხოლო 2000-2006 წლებში - სამოსამართლო სწავლების ცენტრის ტრენერი.
2006-2016 წლებში ზაზა მეიშვილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2007-2016 წლებში - საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2005-2006 წლებში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. 2003-2005 წლებში, ზაზა მეიშვილი იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე; 2002-2003 წლებში კი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი. 2001-2002 წლებში, ის იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროების საკითხთა კონსულტანტი; 1997-2001 წლებში - საქართველოს იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი, იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე; 1996-1997 წლებში - საქართველოს გენერალური პროკურატურის ტერორისტული აქტების, დივერსიებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა განსაკუთრებით საშიში დანაშაულების გამოძიების სპეციალური ჯგუფის უფროსი პროკურორის თანაშემწე. 1991 წლიდან 1996 წლამდე ზაზა მეიშვილი იყო ფირმა „ისინდი“-ს იურისტი.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის განკარგულებით ზაზა მეიშვილს გამოეცხადა მადლობა სასამართლო სისტემის რეფორმირების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი, მაღალი პროფესიული საქმიანობისათვის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 ოქტომბრის განკარგულებით, ის დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით.
ზაზა მეიშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
კვლევები და პუბლიკაციები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები – ავტორი, რედაქტორი; 2007.
სამართლებრივი წერა (სახელმძღვანელო) – ავტორი; 2017.
გზამკვლევი საქართველოს ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში – შემდგენელი; გამოიცა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე; 2010.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორია – სამეცნიერო რედაქტორი; 2010, 2014.
სახელმძღვანელო ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის – სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010.
ბავშვი და სამართალი – ექსპერტი; 2009, 2011.
სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2007.
სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე (განკუთვნილია საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის) – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რედაქტორი; 2015.
სასამართლო პროცესზე კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები (რეკომენდაციები მოსამართლეებისათვის) – სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2011.
მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი საქართველოს მაგალითზე) – ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“; N2 (50), 2016.
Amicus Curiae სისხლის სამართალწარმოებაში - ტენდენციები და გამოწვევები – ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“; N1 (53), 2017.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარმოშობა და განვითარება საქართველოში (ზოგადი მიმოხილვა) – ,,სამართლის ჟურნალი“; N1, 2021.
კვლევითი ინტერესები: სისხლის სამართლის პროცესი; სისხლის სამართალი; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.