ლევან თოთლაძე
სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / ასოცირებული პროფესორი
ელფოსტა: l.totladze@gipa.ge
სამართლის ასესორი (ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტი; ბადენ-ვიურთემბერგის ფედერაციული მიწის იურისტთა პირველი და მეორე სახელმწიფო გამოცდა, გერმანია). აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. მისი გამოცდილება მოიცავს საქართველოში მოქმედი იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას. იურიდიული განათლების სფეროში მისი გამოცდილება უკავშირდება საქართველოში სამართლის განვითარების მიზნით სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება (JILEP)“, გერმანიის "საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ)" და გერმანიის "საერთშორისო სამართლებრივი თანამSრომლობის საზოგადოებას (IRZ)". არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების თანაავტორი და ქართულ ენაზე გამოცემული იან კროპოლერის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარების თანარედაქტორი, სხვადასხვა იურიდიული ლიტერატურის ავტორი და მთარგმნელი. აქტიურად მონაწილეობს საქართველოში სამართლის განვითარებისა და იურისტთა განათლების ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტებში და არის არა ერთი გაცვლითი პროექტის მონაწილე.
სასწავლო კურსები:
- შესავალი სამართალმცოდნეობაში
- სანივთო სამართალი
- სამართლის რეპეტიტორიუმი
კვლევის სფერო:
სამართლის სწავლების მეთოდოლოგიის განვითარება და კლინიკური სწავლების დანერგვა იურისტთა განათლების სფეროში; სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტების განვითარება და მათი შედარებით-სამართლებრივი ანალიზი.