სამართლის დოქტორი, ჯიპას სამართლის და და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი 2020 წლიდან. ოთარი 2016 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, 2016-2019 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2019 წლიდან კი საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, 2020 წლის სექტემბრიდან კი არჩეულ იქნა ამავე ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად და კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით. პერმანენტულად ახორციელებს აკადემიურ კვლევებს კერძო სამართალში, მათ შორის 2018 და 2024 წელს Max-Planck-ის „შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში“ (ჰამბურგი), 2022 წელს UNIDROIT-ის სამართლის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია ბიზნეს სამართლის მიმართულებით.
ოთარი 2013 წლიდან ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას, არის იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის პარტნიორი და როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს კლიენტთა წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში და სამედიაციო განხილვებში. ოთარი 2020 წლიდან არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი, 2023 წლიდან კი ამავე ასოციაციის ბორდის წევრი და ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული მედიატორი და აკრედიტირებული ტრენერი. პრაქტიკოსი არბიტრი და მედიატორი. იურიდიული ფირმების საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის, Legal 500 - ის მიერ ბოლო წლების განმავლობაში უწყვეტად სახელდება მომავალი თაობის პარტნიორად და წარმატებულ იურისტად.
სასწავლო კურსები:
- შესავალი სამოქალაქო სამართლაში;
- ვალდებულებითი სამართალი;
- საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალი;
- იურიდიული ეთიკა;
- აკადემიური წერა;
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- მაჩაიძე, ო. ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულების მოშლის გამიჯვნის მცდელობა ნარდობის ხელშეკრულების მაგალითზე ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პროფესურ იროდიონ სურგულაძის საიუბილეო კრებული 130, 2022.
- მაჩაიძე, ო. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და კომპეტენტური სასამართლოს განსაზღვრა ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მართლმსაჯულება და კანონი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჟურნალი, 2022. N1.
- მაჩაიძე, ო. საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სამართლებრივი და ეკონომიკური გავლენა, თანაავტორი, გამომომცემლობა მერიდიანი, 2022.
- მაჩაიძე, ო. საერთაშორისო არბიტრაჟი, საქართველო, თანაავტორი, The Legal 500, The country Comparative Guide, 2021, 2022, 2023.
- მაჩაიძე, ო. მონოგრაფია: უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ცნობა-აღსრულების პირობები საარბიტრაჟო წარმოებისას, გამომცემლობა იურისტების სამყარო, 2020.
პროექტები:
- 2023 წელი, ERASMUS+ Teaching Staff Mobility-ის მონაწილე.
- 2024 წელი, USAID, Rule of law Program, Legal Textbook, თანაავტორი.
კვლევითი ინტერესები:
სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, კონკურენციის სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, არბიტრაჟი, მედიაცია, დავების საბჭო.