სოფლის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი

GIPA-ს სოფლის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი 2005 წელს დაარსდა  და მის  ჩამოყალიბებაში მთავარი როლი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ევროკომისიის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს მიუძღვის.

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: 

- პროფესიული განათლება, მომზადება და გადამზადება;

- მონაცემებზე დაფუძნებული კვლევა, ანალიტიკა და კონსულტირება;

- სოფლის განვითარება, მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, აგრობიზნესი, ადგილობრივი განვითარება, მმართველობა და სხვა;

- შრომის უსაფრთხოება;

- გარემოს დაცვა;

- განახლებადი ენერგია და ენერგო ეფექტურობა.

დეპარტამენტის მიზანია დასაქმებაზე ორიენტირებული, ინოვაციური, კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, დანერგვა და განხორციელება.  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, დარგის წამყვანი სპეციალისტების მოზიდვა და მათი სასწავლო პროცესში ჩართვა, მოკლე და საშუალოვადიანი სერტიფიცირებული პროგრამების განხორციელება, პროფესიული განათლების სტუდენტთა კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაზე ზრუნვა.

სოფლის განვითარების კუთხით, დეპარტამენტის მიზანია, თანამედროვე ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება, განათლების დონის ამაღლება, არსებული შესაძლებლობების გაზრდა და დასაქმების ხელშეწყობა, ინსტიტუციური განვითარება, სოფლად განვითარების სწორი მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავება, სოფლის მეურნეობის ექსტენცია, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის მდგრადი სოციო-ეკონომიკური ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა.

 

დეპარტამენტი ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა საგანმანათლებლო, კვლევით, სოციო-ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი პროექტებს ახორციელებს.  ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო, საჯარო, არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. 

მიმდინარე პროექტები:

დასრულებული პროექტები:

ადმინისტრაცია