ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემთა მედეგობის გაძლიერებისთვის

01 თებერვალი, 2024

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შავი ზღვის აუზის პროგრამის 2021-2027 წლების ფინანსური მხარდაჭერით (ENI CBC შავი ზღვის აუზის პროგრამა) და ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების თავიდან აცილებისა და შერბილების ღონისძიებების განხორციელებას. პროექტის პარტნიორები არიან ეკოლუშენ საქართველო, მდგრადი ტრანსპორტისა და ქალაქების ასოციაცია (WRI Turkiye) და სატყეო კვლევითი ინსტიტუტი - საბერძნეთის სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია - ‘Dimitra’. 

პროექტის საქმიანობა მოიცავს შავი ზღვის აუზის სამ ქვეყანას შორის (საქართველო, საბერძნეთი და თურქეთი) საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, სტრატეგიული მიდგომების დანერგვას, კლიმატით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მოწყვლადი თემების დაცვას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და კატასტროფების რისკის პრევენციულ ღოისძიებების იდენთიფიკაციას. 

პროგრამის მიზანი: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის, კატასტროფის რისკის პრევენციისა და მედეგობის ხელშეწყობა, ეკოსისტემებზე დაფუძნებული მიდგომებით »პროგრამის ბმული«

პროექტის მიზანი: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცი- რება ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების (NBS) გზით, რაც ხელს შეუწყობს თემების მედეგობის გაუმჯობესებას საქართველოსა და თურქეთში.




პროექტის ამოცანები:

  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემების მედეგობის გაუმჯობესება
  • კატასტროფის რისკის შემცირების მიზნით ეკოსისტემების კონსერვაცია და აღდგენა
  • საქართველოს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა

ძირითადი აქტივობები:

  • NBS-ის საუკეთესო პრაქტიკის, კვლევის შედეგებისა და პოლიტიკის მიდგომების შესწავლა ადგილობრივ კონტექსტზე მისადაგების და ადაპტირების მიზნით
  • საჭიროებების თანამონაწილეობრივი შეფასება და დაინტერესებული მხარეების რუკის შემუშავება, ადგილობრივ დონეზე
  • მუნიციპალურ დონეზე ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება
  • ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების რეპლიკაციის გზამკვლევის მომზადება
  • ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების შესახებ სასწავლო კურსის შემუშავება მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებისთვის, და მათი დატრენინგება
  • სამუშაო შეხვედრები პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში NBS-ის ინტეგრირებისა და სექტორთაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობისათვის
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიები ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების შესახებ

მოსალოდნელი მიღწევები:

  • ტრანსნაციონალური თანამშრომლობა ქართულ, თურქულ და ბერძნულ მხარეებს შორის, გამოც- დილების, საუკეთესო პრაქტიკისა, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების გზით
  • კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა
  • კატასტროფების რისკის პრევენცია და თემების მედეგობის გაუმჯობესება ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით

მთლიანი ბიუჯეტი: EUR 549,899.00

ევროკავშირის დაფინანსება: EUR 494,909.10

პროექტის განხორციელების პერიოდი: ივლისი, 2024 – იანვარი, 2026

სამიზნე ქვეყნები/რეგიონები: საქართველო (აჭარა), თურქეთი (ჩრდილოეთ მარმარა) და საბერძნეთი (კენტრიკი მაკედონია)


პროექტის ბროშურა