შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის სტუდენტური კოორდინატორი

ქეთევან რუხაძე

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის სტუდენტური კოორდინატორი

სერტიფიცირებული ზოგადი მენეჯერი, მაგისტრის ხარისხი ვეტერინარიაში. აქვს პროექტების განხორციელებისა და განვითარების 8 წლიანი, უწყვეტი  სამუშაო გამოცდილება. საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სოფლის მეურნეობა, ცხოველთა ჯანმრთელობა და სოფლის განვითარება. ასწავლის და პოპულარიზებას უწევს ერთიანი ჯანმრთელობის ინიციატივებსა და გარემოსდაცვითი კონსერვაციის მიდგომებს GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტში. ქეთევან რუხაძეს აქვს საქართველოს შემდეგ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის გავითარების დეპარტამენტში იკავებს რეგიონული განვითარების კოორდინატორის/ვეტერინარის პოზიციას.