პროგრამის აღწერა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტმა, საერთაშორისო პარტნიორ RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, NEBOSH-ის საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე შეიმუშავა და დანერგა უმაღლესი პროფესიული პროგრამა “შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები”, რომელიც სრულ თანხვედრაშია ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და საკონონმდებლო მოთხოვნებთან.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დანერგოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემა, შექმნას შესაბამისი პრევენციის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი მართვა ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის.
მოდულების განმახორციელებლები
პროფესიული პროგრამის მოდულებს ახორციელებენ პროფესიული მასწავლებლები_ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განამტკიცონ.
გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს (ექსპერტებს და კომპანიების წარმომადგენლებს) და ესაუბრონ მათ აქტუალურ საკითხებზე, დასვან შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:
სწავლის შედეგები:
აღნიშნული პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
მიღების წინაპირობები:
“შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების” უმაღლესი პროფესიული პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით გაიარეს ერთიანი პროფესიული ტესტირება.
ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგები ავტომატურად გადმოეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად პირმა ჯიპაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ჩარიცხვა მოხდება ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგებისა და რეიტინგული სიების საფუძველზე.
სწავლა დაიწყება 2022 წლის 8 ნოემბერს
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით განიხილება სწავლების ნებისმიერი ფორმატი (აუდიტორული, ონლაინ და ჰიბრიდული ვერსიები)
სწავლება განხორციელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
ერთიანი პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დოკუმენტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, იეთიმ გურჯის 9 ან გამოაგზავნოთ ელექტონულად შემდეგ მისამართზე: hsetvet@gipa.ge
პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 აგვისტო.
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ მისამართზე: https://vet.emis.ge/#/registration
(რეგისტრაციაზე დახმარების მიზნით მიმართეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირებს)
საკონტაქტო პირები:
ნესტან ინასარიძე - ტელ 599 71 84 00
ეკა მოლაშხია - ტელ 577 10 11 07
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის ღირებულება წელიწადში - 3500 ლარი
სახელმწიფო თანადაფინანსება (საბიუჯეტო დაფინანსება) – წელიწადში 70 % ( 2447.50 ლარი)
სტუდენტის გადასახადი - წელიწადში 30 % (1052.50 ლარი)
სტუდენტის გადასახდელი თანხის (1052.50 ლარი) გადახდა ხორციელდება 4 ეტაპად
წარმატებული სტუდენტებს GIPA და ტერა ბანკი სთავაზობს გრძლევადიან, შეღავათიან სტუდენტურ სესხს, რომლის დაბრუნება მოხდება სწავლის დასრულების/დასაქმების შემდეგ.
ფასდაკლება შეეხებათ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი სოციალური სტატუსით:
ა) სოციალურად დაუცველი;
სოციალურად დაუცველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა;
ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი;
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობასთან ერთად, საქართველოში ეროვნული უმცირესობების კომპაქტურად განსახლების მუნიციპალიტეტებში, ბოლო 5 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი);
დ) იძულებით გადაადგილებული;
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა;
ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზები, დეპორტირებული მესხები, ფერეიდნელი ქართველები და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა;
ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზებმა, დეპორტირებულმა მესხებმა, ფერეიდნელმა ქართველებმა და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლები თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა უნდა წარმოადგინონ პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და უცხოეთში მცხოვრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, თანამემამულის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
ზ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები;
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მრავალშვილიანი ოჯახების წევრები;
მრავალშვილიანი ოჯახების წევრებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება 5 ან მეტი დის, ძმის ან და-ძმის ყოლის ფაქტი.
ე) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გარდაცვლილ პირთა შვილი/ოჯახის წევრი.
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის პარტნიორი ორგანიაზაციებია:
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამა და გეგმა.
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში
სწავლების დონე - მეხუთე
პროგრამის მოცულობა
პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი:
სწავლების ენა - ქართული
სასწავლო მასალა - ქართულ და ინგლისურ ენაზე