პროექტი განხორციელდა ჯორჯიას უნივერსიტეტთან (აშშ) პარტნიორობით და USDA-ს ფინანსური მხარდაჭერით, რომელიცდაფუძნებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული Future Farmers of America პროგრამის მიხედვით. მისი მთავარი მიზანი იყო სკოლების აღჭურვა სათბურებით და სათანადო აღჭურვილობით, რითაც ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ გაეუმჯობესებინათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ლიდერობის, კარიერული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის საფუძვლებში. პროექტში მონაწილეობდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და შიდა ქართლის საშუალო სკოლები. ახლად მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მოსწავლეებს საშუალება მისცათ წამოეწყოთ მცირე ბიზნესი.
პროექტის პერიოდი: 2006-2009