პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მაღალმთიანი რეგიონების კონკურენტული უპირატესობების კვლევა განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრის CTC-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მიმდინარე პროგრამების ფარგლებში.
კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა ფუნქციური რეგიონების იდენტიფიკაცია, მიზიდულობის ძირითადი ცენტრების დადგენა, ეკონომიკური საქმიანობის წამყვანი მიმართულებებისა და განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე დარგების გამოვლენა, გამოვლენილი დარგების კონკურენტული უპირატესობების შესწავლა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისათვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება მოცემული რეგიონების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
პროექტი 2018-2019 წლებში განხორციელდა.