ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა (ISEZ) დაარსდა შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სოფელ შინდისში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრიატისა (UNHCR) დაფინანსებითა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.
ISEZ-ის შექმნის გრძელვადიანი ხედვა გულისხმობდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების სოციო-ეკონომიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობას, შიდა ქართლის რეგიონში. პროექტი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის პროდუქტიულობის აღდგენას და გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ გაზრდიდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების შემოსავლებს. ამ მიზნის მისაღწევად, ISEZ-ში შეიქმნა უსაფრთხო, მრავალფუნქციური კომპლექსი. იგი მოიცავს სამაცივრე ობიექტს და პროფესიულ ტრენინგ ცენტრს, სადაც გაიმართა სხვადასხვა ტრენინგ კურსები ისეთ საკითხებშო როგორიცაა სამაცივრე მეურნეობის სისტემები, აგრობიზნესის მენეჯმენტი, კომპიუტერული წიგნიერება,ხელსაქმე (ბატიკა, თექა, მინანქარი) და სხვა.
ტრენინგ კურსები პროექტის პერიოდი: 2009-2010